სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„აუცილებელია უნივერსიტეტში ჩარიცხვისას გაითვალისწინონ სკოლის ნიშანი და პედაგოგთა რეკომენდაციები“-კოლოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მახარაძე
07-04-2021
-
+


რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, მისი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რას ეტყოდა კოლეგებს - ამ საკითხებზე etaloni.ge ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლის დირექტორის გენადი მახარაძის მოსაზრებას გთავაზობთ. 

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- საზოგადოების ჩართულობა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში რასაკვირველია უნდა იყოს. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ შემდგომ აითვისეს და ძალიან კარგია ონლაინ სწავლებისას. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- რა თქმა უნდა, იმედი იქონიონ, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდება ეს პანდემია. დირექტორები უნდა დავუდგეთ ყველას მხარში, რომ დავამარცხოთ ეს გამოწვევა. პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა გამოვთქვათ  მზაობა რომ მომზადებულები შევხვდეთ რომ გადავიტანთ ყველაფერს. 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინონ რა მიმართულება აინტერესებთ. ფინანსურ მხარეს კი არ უნდა მიაქციონ ყურადღება, არამედ განხრას რომელიც უყვართ, რისი შესაძლებლობაც აქვს. მომწონდა პედაგოგის პროფესია ჩემი მასწავლებლებიდან გამომდინარე და იმიტომ ავირჩიე. ასე უნდა გაითვალისწინოს ყველა აბიტურიენტმა. დარჩენილი დრო წიგნებთან მჭიდრო ურთიერთობით გამოიყენონ. ინტერნეტიც კარგია და უამრავი მასალაა, მაგრამ წიგნთან ურთიერთობა უკეთესია. 

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- აუცილებელია უნივერსიტეტში ჩარიცხვისას გათვალისწინებული იყოს სკოლის ნიშნები და მასწავლებელთა რეკომენდაციები. ცოდნა რაც სკოლაში აქვს მოსწავლეს იმის მიხედვით უნდა მოხდეს მისი სწავლის გაგრძელება შემდგომ საფეხურზე. არაკვალიფიციური კადრებიდან მოდის მთელი რიგი პრობლემებისა, ამიტომ განათლების ხარისხი უნდა იყოს მაღალი სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება