სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„საჭიროა, სკოლა ტექნიკურად გამართული იყოს“- რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
05-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ: 

გიორგი ავალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის, გელათის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დადებითად ვაფასებ ელექტრონული ჟურნალის სავალდებულოდ დანერგვას; ამ ეტაპზე ყოველკვირეულად შეგვაქვს მონაცემები, სამომავლოდ, ნორმალური იქნება, გახდეს სავალდებულო, თუ, რა თქმა უნდა, სკოლები შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვებიან. ისე, მოწესრიგებისა და გამართულად მუშაობის მხრივ, ძალიან მოსახერხებელი და მარტივია, ყველაფერი დაანგარიშებულია, პედაგოგებსაც უადვილდებათ მუშაობა და დახმარებასაც არ საჭიროებენ.

ინგა ცირეკიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან კარგია ელექტრონული ჟურნალი, მარტივი და კომფორტული, მუშაობაც გვიადვილდება, მაგრამ ამისთვის გვჭირდება, სკოლა ტექნიკურად გამართული იყოს; ზოგჯერ ინტერნეტი მოგვეწოდება  დაბალი სიხშირით, კომპიუტერების სიმცირეცაა. თუ ტექნიკურად გამართული იქნება სკოლა, სამომავლოდ, მივესალმებით ელექტრონული ჟურნალის დანერგვას.

მაია სიდამონიძე-გამყრელიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის, მუკუზნის საჯარო სკოლის დირექტორი:

- თავიდან, როგორც ყველა სიახლისას, იყო გარკვეული შიში და პრობლემები, თუმცა მუშაობის პროცესში მოეწონათ პედაგოგებს, უკვე პრობლემა აღარ გვაქვს და ვმუშაობთ აქტიურად; ნებისმიერ სიახლესა თუ რაიმე ფუნქციის დამატებას, განვიხილავთ და ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნასა თუ გამოცდილებას. უკმაყოფილოები არ ვართ, სიახლე უპრობლემოდ გავითავისეთ და მივესალმებით, სამომავლოდ დაინერგოს.

იური მრელაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობდა ელექტრონული ჟურნალის წარმოება, იმ 400 სკოლას შორის ვიყავით, სადაც ეს პლატფორმა დაინერგა. ამ ეტაპზე, ეს ჩვენთვის სიახლე აღარაა და რა თქმა უნდა, პედაგოგებს არანაირი დახმარება არ სჭირდებათ - ადვილად აუღეს ალღო. ამჯერად, ცოტა ცხრილების გეგმა შეიცვალა და ამაზეც ადვილად გადავერთეთ; ნორმალურად ვმუშაობთ ელექტრონულ ჟურნალში და თუ რაიმე შეფერხებაა, ერთმანეთს ვეხმარებით. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ  გულის სიღრმეში, მატერიალური ჟურნალის გაუქმება არ გვინდა; გვპირდებიან, რომ დაცული იქნება ელექტრონული სისტემა და მონაცემები არ წაიშლება, მაგრამ დოკუმენტის არსებობა მაინც სასურველია.

მომავალი სასწავლო წლიდან რადგან უკვე სავალდებულო ხდება ელექტრონული ჟურნალის წარმოება, ყველანაირი მზაობა გვაქვს სკოლაში როგორც პედაგოგების ისე ტექნიკური თვალსაზრისით, თუმცა რამდენიმე კომპიუტერის დამატებას ვაპირებთ, რათა მასწავლებლებს მუშაობა გაუადვილდეთ.

ირმა უზნაძე, კასპის მუნიციპალიტეტის, იგოეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონულ ჟურნალს სკოლაში უკვე ვაწარმოებთ და მასწავლებლები დახმარებას ნამდვილად არ საჭიროებენ, თუმცა მატერიალურზე ვიყავით მიჩვეულები. ელექტრონული რესურსი ცუდი ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ჩემი აზრით, ან ერთი უნდა იყოს, ან - მეორე; სჯობს, იყოს ელექტრონული ჟურნალი, მზად არიან ჩემი პედაგოგები და მარტივად ართმევენ თავს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება