სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„იქნებ ბავშვები მიხვდნენ, საჭიროა, ისწავლო ყველა საგანი“ - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას დირექტორები აფასებენ
30-03-2021
-
+


ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, სკოლის საშუალო ნიშანი, მასწავლებლების რეკომენდაციები თუ კლასგარეშე მუშაობა გაითვალისწინონ.

როგორ აფასებენ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას - აღნიშნული შეკითხვა etaloni.ge-მ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს დაუსვა:

მზიური ოდიშარია, სენაკის მუნიციპალიტეტის, ნოსირის საჯარო სკოლის დირექტორი: 

- დადებითად ვაფასებ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს სკოლის საშუალო ნიშანი, ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი, იქნებ ბავშვები მოაბრუნონ წიგნისკენ, რომ ისწავლონ და მიხვდნენ, რომ სკოლაში საჭიროა ისწავლო ყველა საგანი ზოგადი განათლების მისაღებად.

რომანი კვაშილავა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ვერ მივესალმები ამ ინიციატივას, მე იმ თაობის ვეკუთვნი როდესაც შემოვიდა ოთხნახევრიანი ატესტატი, 2 გამოცდას თუ ჩააბარებდი 4-ზე და 65-ზე გრიცხავდნენ, ამან გამოიწვია ის, რომ ყველა იქაჩებოდა 4.5 ჰქონოდა. ჩვენ ბევრს არ გვეკითხებიან, მაგრამ შესაძლოა, გაამართლოს კიდეც... როდესაც მედალოსნები უგამოცდოდ ირიცხებოდნენ ამან კორუფცია გამოიწვია... კარგია ოქროს და ვერცხლის მედალი, დაიმსახურე აიღე, მაგრამ იმის იქეთ, სჯობს, უნივერსიტეტში გამოცდა ჩააბარო და ისე მოხვდე.

ციალა ძნელაძე, აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დადებითად ვაფასებ ახალ ინიციატივას, კარგი იქნება სკოლის საშუალო ნიშნის გათვალისწინება, თითქოს იყო აზრი იმის შესახებ, ხელოვნურად არ მომხდარიყო ნიშნის აწევა, მაგრამ რადგან ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით ხდება ნიშნების აღრიცხვა, ასე არ მოხდება.

იზოლდა ვაჩეიშვილი, ივანე ჯაშის სახელობის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

- არ მგონია, ცუდი იდეა და ინიციატივა იყოს, პირიქით, რატომაც არა?! უნდა იყოს სკოლის, პედაგოგის შეფასებაც გათვალისწინებული, ასევე სკოლის საშუალო ნიშანიც. ყველას მოსწონს შექება, შეფასება... უფროსებსაც... მაგალითად, მუსიკოსი იმის გამო გამოდის სცენაზე, რომ აღიარება მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში დაჯდება და დაუკრავს. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ნიშნის უგულებელყოფა არ იქნება კარგი, განათლებასთან ერთად მიიღოს ნიშანიც, რატომაც არა. მაღალ შეფასებაზე ამაყია მოსწავლე როგორც პედაგოგთან ასევე მშობლებთან. დაფასდება სკოლაში სწავლაც, შესაბამისად დასწრებაც იქნება სრული...

იზა ბორჩაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ომალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- მომხრე ვარ ახალი ინიციატივის, კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებენ სკოლის საშუალო ნიშანსაც, ვფიქრობ, უფრო მეტი ობიექტურობა იქნება შეფასებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პირველი, ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება“ - NAEC-ის ხელმძღვანელი ვადას ასახელებს

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კლუბს სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი სოფია შენგელია უხელმძღვანელებს

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება