სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N6 სკოლის მოსწავლეებმა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შესახებ საკუთარი ხედვა წარმოადგინეს
30-03-2021
-
+


გასული წლის ოქტომბერში ახალციხის ახალციხის N6 საჯარო სკოლა მასპინძლობდა კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტს „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS), რომლიც მიზნად ისახავს ევროპული სწავლების საუნივერსიტეტო გამოცდილების გაზიარებას დევნილებითა და ეთნიკური უმცირესობებითა დასახლებული რეგიონების სკოლების მოსწავლების, მშობლებისა და მასწავლებელთათვის ევროპული ინტეგრაციის, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ.

პროექტის ექსპერტები სკოლაში ჩატარებული ვორქშოფის ფარგლებში მსმენელებს ესაუბრნენ ევროპის კავშირის შექმნის, მისი მიზნებისა და ამოცანების, ევროპული ფასეულობების, ევროპის კავშირის გაფართოების, საქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობის უმთავრესი მიღწევების შესახებ, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმების კონკრეტულ შედეგებზე საქართველოში - მართლმსაჯულების, შრომითი ურთიერთობების, ევროპული კავშირის ბაზარზე არსებული სტანდარტების დანერგვისა და სრულყოფის, სურსათის უვნებლობისა და სხვა მიმართულებებით; განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის საკითხები ასოცირების შეთანხმების კონტექსტში.

ვორქშოფის შემდეგ სკოლა აქტიურად ჩაერთო პრექტის ფარგლებში გამოცხადებულ მოსწავლეთა ესეების კონკურსსა და ამავე პროექტის ფარგლებში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მსაწავლებლებისათვის მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოს „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“ პრაქტიკაში დანერგვის პროცესში. 
ზამთრის არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ ჩაფიჩაძე და XI კლასის მოსწავლეები აქტიურ დისკუსიებს აწყობდნენ სახელმძღვანელოში განხილული საკითხების შესახებ: ევროკავშირის ფასეულობები, ევროკავშირში გაწევრიანების პირობები, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პრატინიორობის პროგრამა, ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული პროექტები და ახალი გამოწვევები საქართველოსათვის ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

29 მარტს მოსწავლეებმა მათე ნებაძემ, საბა გელაშვილმა, ლუკა ინასარიძემ, ნათია ზაზაძემ, გიორგი გეწძემ, სალომე ტაბატაძემ, ნინო ნეფარიძემ, თეკლა მანველიშვილმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და თავიანთი ხედვა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შესახებ.

„ახალციხის N6 საჯარო სკოლა კვლავაც აქტიურად ჩაერთვება პროექტით გათვალისიწნებულ სხვა აქტივობებში. ამჯერად ველით მოსწავლეთა ესეების კონკურსის შედეგებს. წარმატებას ვუსრვებთ „ევროპული სწავლების სამკუთხედს“ და ჩვენს მოსწავლეებს“, - აღნიშნავს სკოლის  ისტორია/სამოქალაქო განათლების  პედაგოგი თამარ ჩაფიჩაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როცა განათლება დღესასწაულია - izrune.ge-მ პროექტის ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ბათუმში ჩაატარა

ძლიერი სიცხის გამო დაიხურა ბაღები და სკოლები - საფრანგეთში „წითელი" დონე ამოქმედდა

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ქრისტიან ანდერსენის სიტყვები - „იქ, სადაც სიტყვები უძლურია, მუსიკა ლაპარაკობს“

„ვულოცავთ, თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ სასწავლო გზაზე“

სკოლაში, მეშვიდედან მეცხრე კლასის ჩათვლით ჩატარდა კვლევა მედიაწიგნიერების ცნობიერების ხარისხის დასადგენად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება