სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ნიშნის გამო მოსწავლეს გზა-კვალი არ უნდა აერიოს“ - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას დირექტორები აფასებენ
26-03-2021
-
+


ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, სკოლის საშუალო ნიშანი, მასწავლებლების რეკომენდაციები თუ კლასგარეშე მუშაობა გაითვალისწინონ.

როგორ აფასებენ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას - აღნიშნული შეკითხვა etaloni.ge-მ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს დაუსვა:

ლეილა კუბლაშვილი, მარლენ ბარამიას სახელობის, სამტრედიის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასკოლო ნიშნის გათვალისწინება ასე უცებ, რომ დავიწყოთ ალბათ ბავშვები მოუმზადებელი შეხვდებიან, თუმცა სასკოლო ნიშნის გათვალისწინება ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას, თუ სწავლა იქნება იმ დონეზე სკოლაში, რომ რეპეტიტორი არ დასჭირდება ზოგადი განათლების დონე  გაღრმავდება მოსწავლეებში, რადგან მოსწავლე გარკვეულ საგნებში ემზადება სხვა საგნებისთვის დრო არ რჩება, მე მაგალითად ბიოლოგი ვარ და შეხება მაქვს ასევე ქიმიასთან, ფიზიკასთან, გეოგრაფიასთან, ასტრონომიასთან... მოსწავლეს კი, ერთი კონკრეტული საგნის მომზადებით, რა თქმა,უნდა - არ აქვს... ბევრი ინფორმაცია წავიკითხე ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, არის მოსაზრება, შესაძლებელია კორუფცია გაიზარდოს, მაგრამ არ ვეთანხმები, რადგან არ მეგულება პედაგოგი, ვინც თანხას აიღებს მოსწავლისგან,

სკოლაში მუშაობის 44 წლის სტაჟი მაქვს და არ მგონია, პედაგოგი, რომელსაც არ უხარია მოსწავლის წარმატება, ამაში თანხას იღებდეს... მხოლოდ ერთს დავამატებ - თუ ეს ინიციატივა შევა ძალაში, არ უნდა იყოს „დარეკვები“ ზემდგომი ორგანოებიდან ნიშნის დაწერაზე, ნიშნის დაწერაში, პედაგოგის გარდა, სხვა არავინ უნდა ჩაერიოს.

 ნოდარ მგელაძე. წალკის მუნიციპალიტეტის, ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი: 

- ჩემი პირველი სურვილია - სკოლიდან იქნება შეფასება თუ ეროვნული გამოცდები გამკაცრდება - დაფასდეს სწავლა-განათლება და თანხა არ წყვეტდეს, ყველა ისწავლის თუ არა უმაღლეს სასწავლებელში, რადგან მერე ხდება ისე, რომ კადრები სუსტია. ჩემი სკოლიდან ვისაც ეკუთვნის, რა თქმა უნდა, მიიღებს შესაბამის შეფასებას. სკოლამ შესაძლოა უფრო იცოდეს, ვის შეუძლია უმაღლეს სასწავლებელში სწავლა..

ალექსანდრე ავალიანი, ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი: 

- ვფიქრობ, თუ სასკოლო ნიშანიც იქნება გათვალისწინებული, შესაძლებელია, ზოგი მოსწავლე დაიჩაგროს; არის ბავშვი, რომელიც კარგად სწავლობს, მაგრამ ნიშნის გამო გზა-კვალი აერიოს. მაინც, ჯერჯერობით, მომხრე ვარ, ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხონ აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში.

ჯუმბერ ხოზრევანიძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლის დირექტორი: 

- ნაწილობრივ ვემხრობი ინიციატივას, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს სკოლის საშუალო ნიშანი, რადგან უფრო დაინტერესდებიან მოსწავლეები სკოლაში სწავლით, ინტერესიც გაეზრდებათ ყველა საგნის მიმართ...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება