სიახლეები
სამასწავლებლო

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სკოლა? - დირექტორები საუბრობენ, რას სთავაზობენ პირველ კლასელებს
19-03-2021
-
+


პირველ კლასში მოსწავლეების რეგისტრაცია დაწყებულია და მშობლებისთვის სკოლების შერჩევა აქტუალური საკითხი გახდა. etaloni.ge-მ გადაწყვიტა საქართველოს მასშტაბით არსებული სხვადასხვა სკოლის დირექტორისთვის ეკითხა, რით არის მათი სკოლა გამორჩეული, რა უპირატესობები აქვთ და რას სთავაზობენ მოსწავლეებს. 

გაეცანით ინფორმაციას და ნახეთ, რატომ უნდა აირჩიოთ ესა თუ ის სკოლა თქვენი შვილისთვის.

ოტია იოსელიანის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა:

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ გვყავს არაჩვეულებრივი პედაგოგთა გუნდი. ისინი მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან. გვყავს 18 წამყვანი და 3 მენტორი მასწავლებელი. ამავდროულად, გვყავს ერთ მუჭად შეკრული კოლექტივი.

მეორე - მყავს ძალიან კრეატიული მოსწავლეები, რომლებიც არ გვტოვებენ არც ერთი წუთი ყურადღების მიღმა. გამუდმებით იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებში, ასევე სასწავლო ოლიმპიადებში. აქტიურად ვთანამშრომლობთ სკოლის ინგლისური ენის კლუბთან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინგლისელებთან ერთად გვაქვს დაფუძნებული. გვაქვს შემოქმედებითი წრეები. ოტია იოსელიანის სახელობის ლიტერატურული წრე, სადაც მოსწავლეებს მხატვრული კითხვის უნარების განვითარება შეუძლიათ.

სკოლაში არაფორმალური განათლების კუთხით გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი წრეები. იქნება ეს კერვის, თეატრის თუ სხვა წრე. ასევე მუდმივი კავშირი გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი, ეკო-კლუბი, ინტელექტ-კლუბი და ა.შ. 

სკოლაში მოსულ მოსწავლეს ხვდება მაღალკვალიფიციური პედაგოგები, ხვდება „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლა, რომელიც განათლების ახალ რეფორმას არის აყოლილი. ადგილი, სადაც პედაგოგები და მოსწავლეები მუდმივად ნერგავენ სიახლეებს, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე. სკოლა მუდმივად ამბობს თავის სათქმელს და ცდილობს ფეხი აუწყოს სიახლეებს, რათა ვიყოთ წარმატებული არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ საქართველოს მასშტაბით.

და ბოლოს, სკოლას ჰყავს ლიდერი, რომელიც მუდამ მზად არის ნაყოფიერი თანამშრომლობითი ურთიერთობისთვის მშობლებთან. მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე არის ის შეკრული სამკუთხედი, რომელიც შედეგზე აუცილებლად აისახება.

ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე: 

ბოლო ათი წლის მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სკოლა ლიდერია რამდენიმე მიმართულებით. ეს არის ოლიმპიადებითა და უმაღლესში გრანტით ჩარიცხულთა რაოდენობით. ჩვენი მოსწავლეების უმეტესობა ირიცხება 100, 70 და 50%-იანი გრნატებით უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, ინგლისური ენის მიმართულებით ჩვენმა ყოფილმა მოსწავლეებმა უმაღლესი ქულები აიღეს. აღსანიშნავია, რომ 2018-2019 სასწავლო წლისთვის, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ერთ-ერთ ოლიმპიადაში უმაღლესი ქულები აიღეს. მათი მონაცემებით, იმერეთის რეგიონის მასშტაბით, ჩვენი სკოლა 20 საუკეთესო სკოლას შორის დასახელდა ინგლისურსა და ქართულ ენაში მიღებული შედეგების მიხედვით. 

კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი ის არის, რომ 2019-2020 სასწავლო წლისთვის სკოლაში საკადრო პოლიტიკა განვახორციელეთ და სკოლა სრულად მაღალკვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული.

ჩვენი მოსწავლეების წარმატება კი სწავლისადმი ჩვენმა მიდგომებმა განაპირობა, რომელსაც ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ. ამასთან ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში ჩვენი სკოლა რეგიონის 10 საუკეთესო სკოლაში მოხვდება.

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი:

კარგი სკოლა გვაქვს, ანუ მოსწავლეზე ორიენტირებული, სადაც ყველა მოსწავლე არის აღიარებული და ყველა მოსწავლის ყველა უნარი დაფასებულია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ის, რომ გვაქვს ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა და 21-ე საუკუნის მოსწავლისთვის შესაბამისი გარემო. თავისი ლაბორატორიებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და  კოვიდ-19-ის რეგულაციების დაცვით.

გვყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, მათგან უმეტესობა არის წამყვანის სტატუსის მქონე. გვყავს უფროსი პედაგოგებიც. ასევე აღსანიშნავია, რომ წამყვანი მასწავლებლების ნაწილი მენტორობამდე არიან მისულები და მალე აიმაღლებენ სტატუსს.

აქტიურად ვახორციელებთ სასკოლო პროექტებს, რომელშიც თავად მოსწავლეები არიან აქტიურად ჩართულნი, ხშირად თავად მოსწავლეები არიან ინიციატორები და თავად მართავენ სასკოლო პროცესებს და ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულები ვართ.

გვაქვს დემოკრატიული სკოლა, ანუ დაცულია მოსწავლის და მასწავლებლის უფლებები. გვაქვს თბილი ურთიერობა ერმანეთთან და ვუგებთ ერთმანეთს.

რაც შეეხება სასკოლო გარემოს, მოსწავლეთა უმეტესობამ იცის რომ სკოლა მისი ოჯახია და ცდილობს ამ ოჯახში ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. ამიტომ სკოლაში დაზიანების შემთხვევები მინიმალურია. მოსწავლეები თავად ზრუნავენ კლასებში ყვავილების მოვლაზე, ინტერიერზე.

ასევე, აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროექტებში, იქნება ეს izrune.ge, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა თუ სხვა. არიან წარმატებულები და გამორჩეულები. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სკოლაში პროფესიული უნარების განვითარებასაც ვაქცევთ ყურადღებას, ამჟამად გვაქვს კერვის კურსები. გვაქვს ჭადრაკის წრე და სწორედ  ჩვენი მოსწავლეა ვაჟებში 14 წლამდე ასაკის საქართველოს ჩემპიონი. სპორტის თითქმის ყველა სახეობაში გვყავს გამარჯვებულები, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგი სპორტული დარბაზი გვაქვს და აქტიურად მივყვებით მოსწავლეებში ჯანსაღი  ცხოვრების წესის განვითარებასაც.

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე:

სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება გერმანული ენა. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები გრანტებით აბარებენ უნივერსიტეტებში. ვართ „გოეთეს“ პარტნიორები და სკოლის დასრულებისთანავე ჩვენი მოსწავლეების ნაწილი პირდაპირ გერმანიის უმაღლესში აბარებენ და იქ მიდიან სასწავლებლად. სკოლას აქვს გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთის სასწავლებლებთან. მშობლებმა იციან ეს და ამიტომ საკმაოდ მოთხოვნადი სკოლაა. აღვნიშნავ, რომ საკმაოდ მაღალკვალიფიციური მასწავლებლები გვყავს და სკოლა ღირსეულად დგას ფეხზე როგორც აკადემიური კუთხით, ისე სპორტული და გარე აქტივობების თვალსაზრისით.

თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ზატუაშვილი:

განსაკუთრებულები შეიძლება იმიტომ ვართ, რომ ჩვენი მოსწავლეები ბევრ სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას იღებენ მასწავლებლებისგან და ზოგადად, სკოლის თანამშრომლებისგან. რატომ უნდა მოიყვანოს მშობელმა თავისი შვილი ჩვენთან? - ალბათ, იმიტომ რომ ძალიან დაცულები არიან ჩვენი მოსწავლეები სკოლაში.

მაქსიმალურად ვცდილობთ კომფორტული გარემო შევუქმნათ ყველა მოსწავლეს, მათ შორის სსსმ მოსწავლეებს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მასწავლებელთა კვალიფიკაციური გუნდია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მათეშვილი:

მაქსიმალურად ვცდილობთ ბავშვებს კარგი სასკოლო გარემო შევუქმნათ. სასიამოვნო იყოს მათთვის როგორს სკოლის შიდა, ისე გარე ტერიტორია. ამასთან, სკოლის კოლექტივი ყოველთვის დიდი სითბოთი და სიყვარულით გამოირჩევა. ხშირად ვაწყობთ ღონისძიებებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწავლით დავაინტერესოთ.

საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ფანოზიშვილი:

მშობლების მხრიდან ყოველთვის მაღალია ინტერესი ჩვენი სკოლის მიმართ. ყოველწლიურად საკმაოდ დიდია იმ პირველ კლასელების რიცხვი, რომელსაც ვიღებთ. თითქმის ყოველ წელს სამ კლასს ვქმნით და რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობას თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ყოველწლიურად 80-მდე პირველ კლასელს ვიღებთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ სკოლას ჰყავს ძალიან კვალიფიციური მასწავლებლები, რომლებიც ზრუნავენ და შრომობენ ძალიან ბევრს. ორიენტირებულნი არიან პროფესიულ განვითარებაზე და ეს მოსწავლეთა განათლების დონეზეც აისახება.

ძალიან მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი გვქვს. ჩვენთან მოსვლა ალბათ განსაკუთრებით იმიტომაც უხარიათ, რომ გვაქვს საზეიმო მიღება, უამრავი ღონისძიებები, რომლებიც მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი ხდება და მშობლებიც მადლიერები არიან.

ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ქვრივიშვილი:

ორი წელია ჩვენს სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით რაიონში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა. სწავლა-სწავლების პროცესშიც ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები და იმ პირველ 300 სკოლაში მოვხვდით, რომელიც „ახალი სკოლის მოდელშია“ ჩართული. ყველანაირი პირობა გვაქვს. გვყავს სერტიფიცირებული მასწავლებლები, კარგი პირობები და საუკეთესო გარემო.

აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა კაპანაძე:

პირველ ეტაპზე ახლა სსსმ მოსწავლეების დარეგისტრირება დაიწყო და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სკოლა ინკლუზიურ განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. გვყავს სამი სპეცმასწავლებელი და ყველანაირი პირობა შექმნილი მოსწავლეებისთვის, გვყავს სივრცე იმისთვის, რომ ამ პედაგოგებმა მოსწავლეებთან ინდივიდუალურადაც იმუშაონ. გვყავს ერთი ფსიქოლოგი და ორი სპეცმასწავლებელი, რომლებიც გადამზადებულნი არიან, გავლილი აქვთ ტრენინგები და ძალიან აქტიური მასწავლებლები არიან. ზოგადად, ინკლუზიურ განათლებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და არაერთი პროექტი გვაქვს ხოლმე ამ მიმართულებით, რათა სსსმ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიებებში. მეიმედება ჩემი ყველა პედაგოგი და ვიცი, არც ერთი მათგანი არ მოაკლებს ყურადღებას და მზრუნველობას სსსმ მოსწავლეებს. ასევე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობას.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
კვერცხის შეღებვის ტრადიცია და აკრძალვები, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება