| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N2 საჯარო სკოლა მოსწავლის, გიორგი ჭანკვეტაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
სკოლის დირექტორი მეგი ქათამაძე და თანამშრომლები მოსწავლის ოჯახს უსამძიმრებენ.
„კიდევ ერთი უმანკო ანგელოზი მოსწყდა ამქვეყნიურობას და გადაინაცვლა მარადიულობაში. გიორგი, რომელიც სიცოცხლეს შეჰხაროდა და სხვებსაც ახარებდა თავისი სიცოცხლით, წავიდა ჩვენგან და დაგვიტოვა გაუნელებელი ტკივილი და ხსოვნა, რომელიც არასოდეს გაქრება.
წავიდა ჩვენი გიორგი, სამუდამოდ წავიდა დიდი ტკივილით, მაგრამ მოთმინებითა და გადარჩენის სურვილით...
წავიდა ჩვენი თვალხატულა, ნუკრისთვალება ბიჭი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, სადაც ღვთისმშობელი ელოდებოდა ხელგაშლილი, სადაც ანგელოზები მიეგებებიან და უცხო გალობით დაუამებენ ტკივილებს...
გემშვიდობებით ჩვენო ტკბილო ბიჭო! ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს!“,-ნათქვამია სამძიმრის წერილში.
Etaloni.ge-ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ გიორგის ოჯახსა და მის სკოლას და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სკოლის „თვალხატულა“ ბიჭის გარდაცვალების გამო გამო.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას