სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაისვენებენ თუ არა მასწავლებლები და მოსწავლეები 19 იანვარს
14-01-2021
-
+


19 იანვარს მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაულების დროს კი, ყოველთვის აქტიური ხდება კითხვა: ისვენებენ თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ დღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასრულებამდე გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, ზამთრის არდადეგების შესახებ, რომელიც წელს უჩვეულოდ ხანგრძლივია და 30 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება, 19 იანვარს სკოლების დასვენება-არ დასვენების საკითხი მაინც დგას და არაერთი კითხვა მივიღეთ, მოსწავლეებისგანაც და მასწავლებლებისგანაც. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავთ: 

etaloni.ge-ს გამოქვეყნებული აქვს 2020-2021სასწავლო წლის კალენდარი, სადაც დეტალურად არის არდადეგების განრიგი და უქმე დღეების ჩამონათვალი. იმის გამო, რომ 19 იანვარი სახელმწიფოს მიერ ოფიციალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული, სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლები ისვენებენ, სხვა საჯარო უწყებების თანამშრომლების მსგავსად. 

ცნობისთვის, ნათლისღება - ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.

ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”

იხილეთ ასევე:

ზამთრის არდადეგების ხანგრძლივობა გაიზარდა - იხილეთ დასვენების დღეები და სწავლის განახლების თარიღი

რამდენი დღე დაისვენებენ მასწავლებლები 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში?

2020-2021 სასწავლო წლის კალენდარი - არდადეგების განრიგი და უქმე დღეების ჩამონათვალი

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება