სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონმა“ საშუალება მოგვცა გაგვეგო, რა გააკეთეს მოსწავლეებმა დისტანციური სწავლებისას“ - წყალტუბოში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
01-10-2020
-
+


ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის, „ეტალონის“ I ტური წყალტუბოს მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩატარდა. რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაციის გთვალისწინებით და არსებული რეკომენდაციების სრული დაცვით. მთავარი კი ისაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ტრადიცია არ დაირღვა, „ეტალონისინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა, წყალტუბოს სკოლების მოსწავლეებმაც სიხარულით მიიღეს მონაწილეობა და შთამბეჭდავი შედეგებიც აჩვენეს. როგორ ჩაიარა კონკურსმა და რამდენად კმაყოფილები არიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები მოსწავლეთა ჩართულობითა თუ მათი შედეგებით, ამას სტატიიდან შეიტყობთ:

სერგო მაღლაფერიძე, რიონის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მე როგორც სკოლის დირექტორი ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგებით და ზოგადად, მივესალმები ასეთ პროექტებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, რა გააკეთეს დისტანციური სწავლების პერიოდში. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უკვე თამამად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ მართალია საუკეთესო არა, მაგრამ მოსწავლეებმა უდავოდ კარგ შედეგები აჩვენეს და ეს რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს.

ნათია ცხადაძე,  რიონის საჯარო სკოლისეტალონისპედაგოგი:

- სიმართლე გითხრათ, მოსწავლეების მხრიდან მეტ ჩართულობას ველოდი, თუმცა შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, ეს ერთგვარი პასიურობა, დისტანციური სწავლებისა და ზოგადად, ეპიდემიური ფონის შედეგიც იყოს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში ჩვენი სკოლა უფრო მეტი მოსწავლით იქნება წარმოდგენილი.

ჯემალ კეპულაძე, ოფშკვითის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ინტელექტ-ჩემპიონატის შედეგებითაც კმაყოფილი ვარ და ჩვენი მოსწავლეების აქტიურობითაც. მალე ვნახავთ, როგორ იმუშავეს ბავშვებმა, თუმცა ერთი რამ ფაქტია - მათ თავი არ დაუზოგავთ, საუკეთესოები ყოფილიყვნენ და ეს უდავოდ დასაფასებელია.

სოფიო მახარობლიძე, ოფშკვითის საჯარო სკოლის „ეტალონისპედაგოგი:

- სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მეტს მოვითხოვ მოსწავლეებისგან, როგორც პედაგოგი და ალბათ, ესაა მიზეზი, უკეთეს შედეგებს რომ ველოდი, თუმცა ვესაუბრე მოსწავლეებს და იმედია, მეტს იმუშავებენ საკუთარ თავზე; პანდემიიდან გამომდინარე, ზოგმა მოსწავლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარიც კი თქვა, თუმცა დარწმუნებული ვარ, გაისად ჩვენი სკოლა ბევრად ფართე კონტინგენტით იქნება წარმოდგენილი - მინდა, მაქსიმალურად ჩაერთნენ ბავშვები ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში, რადგან ძალიან კარგი ნაკადი მოდის.

მაია მამისეიშვილი, გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- მოსწავლეთა ჩართულობა ჩვენი სკოლიდან საკმაოდ მაღალი იყო და ვერც კი წარმოიდგენთ, ბავშვებს კონკურსის შესახებ ინფორმაცია რომ მივაწოდეთ, როგორ გაუხარდათ. არც კი დაფიქრებულან, ისე გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი, თავდაუზოგავად იმუშავეს საკუთარ თავზე, იშრომეს და იმედია, საერთო რეიტინგშიც შთამბეჭდავ შედეგებს ასახავენ.

ზოგადად, ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი კონკურსი მონიტორინგის ერთგვარი საშუალებაა და გარკვეულ სურათს იძლევა - რა მზაობით შევუდექით ახალ სასწავლო წელს, რა მხრივ უნდა გავააქტიუროთ მუშაობა და როგორ არიან მოსწავლეები მომზადებულები ახალი სასწავლო წლისთვის.

ეკა გიგიაძე, გეგუთის N1 საჯარო სკოლისეტალონისპედაგოგი:

- ჩვენი სკოლიდან, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეთა ჩართულობა, როგორც ყოველთვის, იყო მაღალი და პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ.

ზოგადად, ყოველ წელს ჩვენი სკოლიდან საკმაოდ ბევრი მოსწავლეა კონკურსში ჩართული და ამ მხრივ წელსაც არაფერი შეცვლილა - რაც მთავარია, ბავშვებს მოსწონთ და აინტერესებთ, ერთადერთი, იმაზე ღელავენ, ზოგიერთ კლასში ისეთი მასალაა მოცემული ტესტირებისას, რომელიც ჯერ არ გაუვლიათ და ოცნებობენ, გაზაფხულისთვის დაიგეგმოს შემდეგ კონკურსი, რათა მათ სათანადოდ მომზადება შეძლონ.

თავადაც ძალიან კმაყოფილები არიან შედეგებით - ბარიერიც გადალახეს, არადა, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდით - რადგან სკოლაში არ დადიოდნენ და დისტანციური სწავლება იყო, გარკვეული საკითხები გაუჭირდებოდათ, მაგრამ მშვენივრად გაართვეს თავი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ დისტანციური სწავლებაც გამართლებული ყოფილა.

ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი

- ჩვენი სკოლა, როგორც ყოველთვის, საკმაოდ აქტიურადაა ჩართული ეტალონის ინტელექტ-ჩემპიონატში და ამ მხრივ გამონაკლისი არც ამჟამინდელი კონკურსი იყო. რა თქმა უნდა, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ გვყავდა „ეტალონი მოსწავლე“ და ეს ფაქტი ბევრი მისი თანატოლისთვის ერთგვარ მოტივატორად იქცა. თუმცა სამწუხაროდ, წელს მას კონკურსში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა.

მე, როგორც დირექტორი, კმაყოფილი ვარ ჩემი მოსწავლეების შედეგებით, მაღალი ქულებიც მიიღეს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ეტაპებზე ისინი ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ სხვა სკოლების მოსწავლეებს.

ინგა არაბიძე, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლისეტალონისპედაგოგი:

- ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი მოსწავლეების ჩართულობით, მათი შედეგებით და ზოგადად იმით, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა - ტრადიცია არ დაირღვა. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ბავშვები უკეთ გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და „ეტლონთან“ ერთად, კიდევ ბევრი წარმატებით გაგვახარებენ.

ასევე იხილეთ: 

წყალტუბოს სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

ვის სჭირდება დოკუმენტების მიტანა გამოცდების ეროვნულ ცენტრში და რა ვადებში - დეტალური ინფორმაცია 

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება