სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლედგებეს საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
25-09-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური ჩატარდა.

შესარჩევ ტურში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ.

„ბავშვებმა კარგი შედეგი მიიღეს პირველ ტურში. კმაყოფილები ვართ და ვულოცავთ ყველა მოსწავლეს ამ წარმატებებს, ვუსურვებთ მეტ წარმატებას. შარშანდელი დისტანციური სწავლის მიუხედავად, უმაღლესი შედეგები აქვთ, 90 ქულა აქვს 2 მოსწავლეს - გიორგი ხვიჩიასა და მარიამ ხუხუას (მე 11 კლასი)“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

24 სექტემბერს მარტვილის  მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდნენ ტესტირების პროცესს და შეაფასეს მოსწავლეთა ტესტები.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება