სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ოქროს მედლის კანდიდატი და მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლე ნიკა გამყრელიძე
06-08-2020
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექცია ოქროსმედალოსან, ნიჭიერ მოსწავლე - ნიკა გამყრელიძეს გვაცნობს და მისი წარმატებების შესახებ გვიყვება. ნიკამ 12 წლის განმავლობაში სკოლას განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი თავისი მრავალმხრივი ნიჭითა და უნარებით.

„დღეს გაგაცნობთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, ოქროსმედალოსნობის კანდიდატს - ნიკა გამყრელიძეს.
ნიკა ყველა საფეხურზე გამოირჩეოდა თავისი მრავალმხრივი ნიჭითა და შესაძლებლობებით. იგი არა მარტო კარგი მოსწავლე იყო, არამედ ყველა ღონისძიების აქტიური მონაწილე და ტექნიკური დამხმარეც კი გახლდათ. მან წარმატებით განვლო 12 კლასის სრული კურსი და ყოველთვის სწავლასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული სასკოლო თუ საქალაქო ღონისძიებებში.
ნიკამ თავის დროზე აქტიურად მონაწილეობდა „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“ (LAG), საერთაშორისო ორგანიზაციასთან „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SCI) თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტში -  „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“, სადაც გამარჯვებულ ნახატებში სლოგანით „არა ძალადობას“ ერთ-ერთის ავტორი გახლდათ. ასევე მისმა ნახატმა გაიმარჯვა საინფორმაციო - სასწავლო კურსში: „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი" შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომლის სლოგანიც გახლდათ, „დედამიწა ჩვენი სახლია“. ნიკას ნახატების გამოფენა ხშირად ეწყობოდა სასკოლო ღონისძიებებზე და იგზავნებოდა სხვადასხვა კონკურსებსა თუ გამოფნებზე, სადაც დიდ მოწონებას იმსახურებდა.

იგი სკოლის ქიმიკოსთა კლუბის „რადონი“ აქტიური წევრი გახლდათ, დაჯილდოებულია სერტიფიკატით „ოქროს რიცხვი 2019“.
აღსანიშნავია, რომ სკოლის ემბლემის მხატვრული დამუშავება სლოგანით: „გამზარდე და მამსახურე საქართველოს თავისუფალს“ დირექციამ სწორედ მას მიანდო, რაც ნიკამ მაღალ დონეზე შეასრულა.

სკოლის დირექციამ ნიკა გამყრელიძე სანიმუშო სწავლისა და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ნიკამ მომავალი პროფესიაც ხელოვნების ამ დარგს დაუკავშირა.

გვჯერა იგი კიდევ ბევრჯერ ასახელებს მშობლიურ მე-4 საჯარო სკოლას, ამ რწმენას კი გვაძლევს კარგი ახალგაზრდა კაცის გამორჩეული ადამიანური თვისებები: შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, სიყვარულისა და თანადგომის უნარი.
ვუსურვოთ წარმატებები ნიკას, ნიჭიერ და დიდი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდას“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება