სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგი პროექტის - „ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას“ მონაწილეებს მადლობას უხდის
24-07-2020
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ ლალი წულაიას ხელმძღვანელობით, პროექტს - „ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას“ ახორციელებენ. სოფლის ისტორიის შესწავლისას მოსწავლეებმა გაგვაცნეს ადამიანები, რომელთაც სოფლის კეთილდღეობაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. 

პედაგოგი ლალი წულაია მადლობას უხდის პროექტში მონაწილე თანასოფლელებს და მოსწავლეებს და ასევე მათ ვისაც პროექტი მოეწონა.

„ჩემო ძვირფასებო უღრმესი მადლობა ყველას ვისაც ჩვენი პროექტი -„ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას“ მოეწონა. ამ სოფელში ძალიან ბევრი ერის სასახელო ადამიანები ცხოვრობდა და ცხოვრობს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვის სოფლის კეთილდღეობისათვის, შენ მაშინ გიყვარს შენი სოფელი, როდესაც მოუვლი და ცდილობ თვალ დანახულად წინ წავიდეს, სწორედ ასეთი ადამიანები იყვნენ ჩვენი რესპოდენტები, შემოგვიერთდით სოფლის ისტორიის შესწავლისას და გაახარეთ ხანდაზმული ადამიანები, ლამაზ სიტყვებს ნუ დაიშურებთ მათი მიმართულებით.

კიდევ ბევრი წლები შეგმატოთ ჩემო საყვარელო და ტკბილო ხალხო, ასეთი შემართებით გიცხოვრიათ, თქვენ საოცარი პიროვნებები ხართ და იქნებით, ღმერთი გაამრავლებს თქვენ ლამაზ ოჯახებს.

დიდი მადლობა ჩემს მოსწავლეებს: ძმებს დემეტრე და ვიქტორ თოდრიებს, და-ძმას ნინო და ანდრია ცინცაძეებს, დებს - მარიამ და ელენე კალანდაძეს, ლაშა-გიორგი კუჭაშვილს, ანა კალანდაძეს საინტერესო მასალების შეგროვებისა და მოწოდებისათვის. პროექტი გრძელდება“,- აღნიშნავს ლალი წულაია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება