სიახლეები
სამასწავლებლო

სკოლების ორ ცვლად შესაძლო გადაწყობა და მასწავლებლებისთვის გაზრდილი სამუშაო საათები - როგორია სკოლების შეფასება?
28-05-2020
-
+


როგორ მოხდება ახალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესის განახლება და კონკრეტულად რა რეგულაციების და რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ სკოლებს, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, შესაძლოა, სკოლები ორ ცვლად გადაეწყოს და ამით მოხერხდეს კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება, ეს კი შესაბამისად, გაზრდის მასწავლებლების სამუშაო საათებს. 

ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავინტერესდით, რამდენად აქვთ სკოლებს აღნიშნული ცვლილებებისთვის შესაბამისი რესურსი, გამოიწვევს თუ არა ეს დამატებით ხარჯებს, დასჭირდებათ თუ არა ახალი მასწავლებლების აყვანა და ზოგადად, რა სირთულეებს უნდა ელოდონ სკოლები. აღნიშნულ საკითხებზე საჯარო სკოლის დირექტორებს ვესაუბრეთ, გთავაზობთ, მათ მოსაზრებებს:

ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ბაგრატ ქადაგიძე:

„რა თქმა უნდა რთული იქნება რესურსისა და ეკონომიის თვალსაზრისით. ასევე საჭირო გახდება მასწავლებლების დამატება და ეს ბუნებრივი იქნება, ვინაიდან ორი ცვლა გულისხმობს, დილის სმენას და საღამოს სმენას.

სიმართლე გითხრათ არ მიფიქრია, მაგრამ სავარაუდოდ, არსებული ბიუჯეტი შესაძლოა ასე თუ ისე გაიწვდინო ორ ცვლაზე. ასე უცებ ანალიზის გაკეთება რთულია, ერთი რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ეს რთული პროცესი იქნება, თუმცა თუ აუცილებლობა იქნება უნდა გაკეთდეს“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუასურების საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა სიხარულიძე:

„არასასურველი იქნება ორ ცვლაზე გადასვლა. თუმცა, თუ ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის  უსაფრთხოებასთან იქნება დაკავშირებული უნდა გავაკეთოთ. ახალი პედაგოგების აყვანა არ მოგვიწევს, რადგან მცირეკონტიგენტიანი ვართ და ვფიქრობ, იგივე მასწავლებლები შეძლებენ, ამ ყველაფრის გამკლავებას, მაგრამ ყველა მხრივ გაურთულდებათ საქმე სამუშაო საათები გაეზრდებათ და დატვირთვაც მოიმატებს“.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ზინობიანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია კოშმატაშვილი:

„ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ორი ცვლა არ დაგვჭირდება, კლასში 5-7 ბავშვი გვიზის და ამის საჭიროება არ დაგვიდგება. სხვა სკოლებისთვის უფრო რთული იქნება ჩემი აზრით, ორ ცვლაზე გადასვლა, თუმცა როცა საჭიროებაა, სხვა გზა არ არის“.

მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ხაფთანი:

„ჩვენ ძალიან მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ. კლასში ყველაზე მეტი 10 მოსწავლე გვყავს და არ მგონია ეს საჭიროება იყოს ჩვენს სკოლაში. მაგრამ მგონია, რომ სკოლებისთვის ორ ცვლაზე გადასვლა რთული იქნება და მართებულად არ მიმაჩნია.

მე რომ მოსწავლე ვიყავი მაშინ იყო ორ ცვლიანი და მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც ძალიან დატანჯულები იყვნენ და გეტყვით რატომ - მეორე ცვლა შუადღისით იწყება და დღის ყველაზე არააქტიური მონაკვეთია, ერთი მხრივ უკვე დაღლილები არიან მოსწავლეები და მასწავლებლები. მერე ჩემ დროსაც კი უარი თქვეს ამაზე. მეორეს მხრივ ჩვენთან შემოდგომა ზამთრის პერიოდში დღის ხანგრძლივობა ძალიან მოკლეა და ჩემი აზრით, ამის გამოც გაჭირდება მეორე ცვლა. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, სადაც მრავალრიცხოვანი კლასებია მოუწევთ ამ ფაქტთან შეგუება“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკობიანოს საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან გორელაშვილი:

„თუკი ამის საჭიროება და დგება და აუცილებელი იქნება ორი ცვლა, ამას რა თქმა უნდა შევასრულებთ. არ ვფიქრობ რომ ეს დამატებით რესურსებს მოითხოვს ჩვენგან, ვინაიდან მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და დამატებითი ხარჯები არ მგონია საჭირო გახდეს. პედაგოგებიც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეები არიან და დარწმუნებული ვარ გაუმკლავდებიან. დისტანციურ სწავლაზეც გვეგონა, რომ რთული იქნებოდა და ვერ შევძლებდით, მაგრამ მშვენივრად ავუღეთ ალღო, ასე, რომ ორი ცვლის საჭიროების შემთხვევაში ამის პრობლემას ვერ ვხედავ“.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მირანდა წურწუმია:

„მოსწავლეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უპირველესია და თუ ჯანდაცვის და განათლების სამინისტრო გვეტყვის რომ ასეა საჭირო, რა თქმა უნდა გავაკეთებთ. თუმცა თუ ორ ცვლიანი იქნება, ხარჯები გაიზრდება. მასწავლებლებს სამუშაო საათები გაეზრდება. მაგალითად, თუკი მასწავლებელი დღის განმავლობაში 3 გაკვეთილს ატარებს და მას მოუწევს დღის განმავლობაში მეორე სამი გაკვეთილიც ჩაატაროს, რა თქმა უნდა ანაზღაურებაც უნდა გაეზარდოს. ამასთან, სკოლისთვის ყველანაირად გაიზრდება ხარჯი, ზამთრის პერიოდში გათბობის, სადეზინფექციოს ხარჯი. ყველაფერი, რასაც სკოლა ხარჯავს, გაორმაგებული იქნება.“

ახმეტის მუნიციპალიტეტის ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წინწალაშვილი:

„ვფიქრობ რთული არ იქნება ორ ცვლაზე გადანაწილება და არც რესურსებზე გახდება ზედმეტი ხარჯის გაღება საჭირო, თუმცა, გამორიცხული არ არის რამდენიმე ახალი პედაგოგის აყვანა დაგვჭირდეს, ვინაიდან გაიზრდება მასწავლებელთა სამუშაო საათები“.

მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის საჯარო სკოლის დირექტორი ციოყ წერედიანი:

„ერთი მხრივ ძალიან კარგი იდეაა მოსწავლეთა დისტანცირებისთვის, სხვა იდეა ან ინფორმაცია არც მქონია. თუმცა ჩვენ სკოლაში გვაქვს ამის ფართი, რომ მოსწავლეებმა 2 მეტრიანი დისტანციაც კი დაიცვან და დამრიგებლების ხარჯზე მოხდეს მოსწავლეთა შემოწმება. 25 ბავშვიან ოთახში 10 მოსწავლე ზის და დისტანცირების საშუალება გვაქვს. მაგრამ მეორე ცვლა თუ იქნება, სავარაუდოდ, მოგვიწევს ახალი პედაგოგების აყვანა. ამას განვიხილავ ჩემს მასწავლებლებთან, მაგრამ პედაგოგთა უმეტესობას სოფლის მეურნეობასაც ეწევა და სკოლიდან მისული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული, შესაბამისად, მათთვის ორი ცვლა არ მგონია სასიხარულო იყოს. ქალაქის სკოლისთვის უფრო კარგი იქნება. თუმცა თუ სხვა გზა არ იქნება, ჩვენც იმ დინამიკას გავყვებით, რომელსაც მთელი ქვეყანა“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ პავლიაშვილი:

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და მეორე ცვლა ჩვენ არ დაგვჭირდება. შესაბამისად, ვერ გეტყვით სხვა სკოლებთან როგორ მოხდება, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვარ რომ მეორე ცვლის საჭიროება არ დაგვიდგება“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაწიმის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი სახვაძე:

„ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და არ მგონია ორი ცვლა დაგვჭირდეს. შესაბამისად, არც რესურსების დამატებით ხარჯვის პრობლემა მექნება“.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასებზე 10 მილიონ 500 ათასი ლარია განსაზღვრული

სკოლებში 150-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 24 საათში გამოცხადდა - პირობები, ვადები და დეტალები

სკოლის ექიმები  960, ხოლო ექთნები 800 ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ - დადგენილება 

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

როდემდე გაგრძელდება უამინდობა - სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს

„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

საინტერესო

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება