სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა აქტიურად მიმდინარეობს
22-05-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი მთვარისა ლეთოდიანი მესამე კლასში უზრუნველყოფს ყველა ბავშვის მაქსიმალურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.

„განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად მისი საჭიროებისა, რელიგიური თუ რასობრივი კუთვნილებისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ  დაგეგმილი პროექტი „ინკლუზიური სწავლების სფეროში“  წარმატებით  ხორციელდება, რომელიც ხელს უწყობს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად იზოლირებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებას.  

სკოლის პედაგოგები ვალდებულები არიან სწავლების ისეთი გეგმა შეადგინონ, რომლითაც  უზრუნველყოფენ  ყველა ბავშვის ჩართულობას, მაგალითად შეადგინონ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება მოსწავლის მოსალოდნელი აკადემიური წინსვლა.

ინკლუზიური განათლების სფეროში განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი,  მასწავლებელი, მშობლებთან თანამშრომლობის გზით უნდა ეცადოს, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე ბავშვმა თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იგრძნოს. 

სავანეთის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი მთვარისა ლეთოდიანი  მესამე კლასში უზრუნველყოფს ყველა ბავშვის მაქსიმალურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. სკოლას გაწერილი აქვს შშმ მოსწავლეებთან ურთიერთობის „შინსწავლების“ მოდიფიცირებული  გეგმა. კვირაში ორი დღე მთვარისა ლეთოდიანი ეწვევა შშმ მოსწავლეს  სახლში, სწორედ მისი დამსახურებით ბავშვმა შეძლო ჯერ ხაზების  გავლება, შემდეგ კი ფერების აღქმა და  მოკრძალებულად დახატვაც კი.

როდესაც მასთან მთვარისა მასწავლებლის  მისვლის დრო დგება, ცდილობს ეტლიდან წამოდგომას, დედას სთხოვს ხილის მომზადებას, თვალებგაბრწყინებული ელოდება. ამ პერიოდში ის უზომოდ ბედნიერია. ნებისმიერი სასკოლო აქტივობა/ღონისძიეებში, რაც მის კლასს ეხება ყველგან არის ჩართული.

მთვარისა მასწავლებელი დიდი პასუხისმგებლობით თავდაუზოგავად შრომობს  მასთან, ცდილობს  გაახალისოს, მცირედი საჩუქრებით გააბედნიეროს. მეცადინეობისთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში აკეთილშობილებენ ერთმანეთს.

დისტანციური სწავლების რეჟიმში მთვარისა მასწავლებელმა გაითვალისწინა შშმ მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები და  ის მიზანი დაუსახა, რის მიღწევასაც შეძლებდა და მაღალი აკადემიური შეფასებაც დაიმსახურა. დახატა  სახლი, სადაც ცხოვრობს და მის ეზოში დარგული  ხეები.

ნამდვილი პედაგოგი მოსწავლეებთან შრომაში უნდა იღვრებოდეს, უნდა უქმნიდეს ჯანსაღ ატმოსფეროს, მშვიდობიან გარემოს, სადაც ყველას აზრი მისაღებია, სწავლა-სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებს  უნდა იყენებდეს, სიხალისე უნდა შეჰქონდეს კლასში. სწორედ ასეთი პედაგოგია მთვარისა ლეთოდიანი“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ნამუშევრები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება