სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა ემართება მათ ფილტვებს, რომელთაც COVID-19 უსიმპტომოდ გადააქვთ
23-05-2020
-
+


მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსი პოტენციურად სახიფათოა ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც, რომელთაც მისი გადატანა მარტივად შეუძლიათ.

ამ დასკვნამდე იაპონელი მეცნიერები კორონავირუსის სიმპტომებიანი და უსიმპტომო ადამიანების ტომოგრაფიული ფოტოების შედარების შემდეგ მივიდნენ. ფოტოებზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გამოკვლეული ადამიანების 54% -ს, რომლებმაც COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანეს, ფილტვები დაუზიანდათ. ამ კვლევის შესახებ საიტზე - RSNA  გამოქვეყნდა.

საკრუიზო ლაინერ DiamondPrinces -ის მგზავრთა შორის 25-დან 93-წლამდე ასაკის 104 ადამიანის სამედიცინო მონაცემების ანალიზი  ჩატარდა. საკრუიზო ლაინერი - DiamondPrinces ეპიდემიის დაწყებიდან დიდი ხნის განმავლობაში, ჩინეთის შემდეგ, SARS-Cov-2-ის მსხვილ კერად რჩებოდა. მათ დიაგნოზი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით კვლევის შედეგად დაესვათ.

104 ადამიანიდან 76-ს COVID-19-ის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა, დანარჩენ 28-ს კი 37,5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმაირსობა და სისუსტე დაუფიქსირდა.

მეცნიერებმა ამ ორ ჯგუფის პაციენტების კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათები შეადარეს და თითოეულში პათოლოგიური ცვლილებები აღმოაჩინეს.

„უსიმპტომო ადამიანების 54% შემთხვევაში დაფიქსირდა ცვლილებები ფილტვის ქსოვილში“, - განაცხადეს მეცნიერებმა.

მეორე ჯგუფში პათოლოგიური ცვლილებები ფილტვებში იყო უფრო ხშირი და 79% შეადგინა. ისინი გამოიხატებოდა ფილტვების ქსოვილის სიმკვრივის ზრდით და სასუნთქ გზებში ცვლილებებით.

ჯერჯერობით, მეცნიერებს არ შეუძლიათ ახსნან ცვლილებები კორონავირუსის უსიმპტომოდ გადატანილი ადამიანების ფილტვებში. ადრე მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა დაფიქსირებული ​არც ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის ინფექციის (MERS-CoV) და არც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის ინფექციის ( SARS-Cov) დროს.

ასევე დაგაინტერესებთ: კორონავირუსი გამოჯანმრთელებული პაციენტებისგანაც შეიძლება გადაგედოთ - რა დაასკვნეს მეცნიერებმა ახალი კვლევით?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება