სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შემდეგი ნაბიჯი მთავრობისთვის მიწერილი წერილია - პეტიციის ავტორი სტუდენტი გეგმებზე გვესაუბრება
09-04-2020
-
+


სწავლის საფასურის განახევრების მოთხოვნით შედგენილი პეტიციის შემდგომ, სტუდენტები საქართველოს მთავრობის სახელზე წერილის გაგზავნას გეგმავენ. წერილში კიდევ ერთხელ შეეცდებიან განმარტონ ის ფინანსური სირთულეები, რომლის წინაშეც კორონავირუსის გამო შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო აღმოჩნდნენ.

პეტიციის ავტორი, რომელსაც 5 ათასი ხელმომწერი ჰყავს, გიორგი კაციაშვილია. ის სტუდენტების მოთხოვნასა და შემდეგი ნაბიჯების შესახებ, etaloni.ge-სთან საუბრობს: 

„სანამ პეტიციას შევიმუშავებდით, მე და ჩემმა მეგობრებმა უნივერსიტეტებს მივმართეთ, რომ შეემუშავებინათ გარკვეული ტიპის შეღავათები კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. მსგავსი თხოვნით მივმართე ჩემს უნივერსიტეტსაც, მე ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობ და მათ ამ სემესტრში გრაფიკით განსაზღვრული სრული თანხის ჩემს მომდევნო წლების გადასახადზე გადანაწილება ვთხოვე.

ამასთან, ილიას უნივერსიტეტს ასევე მივმართე თხოვნით, სტუდენტების სახელით მიემართათ განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებისთვის და მოეხსნათ ან გაენახევრებინათ სტუდენტებისთვის 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრის გადასახადი. თუმცა, მათგან სრულიად შაბლონური პასუხი მივიღე. უნივერსიტეტმა მარტის თვის გადასახადი გადამივადა ივნისის თვის ბოლომდე და მითხრეს რომ ივნისში უნდა გადამეხადა ამ თვის და მარტის გადასახადიც. ანუ არანაირ შეღავათზე საუბარი არ არის, ისინი უბრალოდ ყინავენ დროებით თანხას, რომელსაც შემდგომში ერთიანად უნდა ავანაზღაუროთ. მაგრამ რამდენად შესაძლებელია, ეს ყველაფერი რომ დასრულდება, ადამიანებმა მოახერხონ და მოაგვარონ ფინანსური პრობლემები და ერთიანად შეძლონ ამხელა თანხის გადახდა?!

გასაგებია, რომ უნივერსიტეტს აქვს ხარჯი, იქნება ეს ლექტორების ანაზღაურება, ინფრასტრუქტურის განახლება, გარკვეულ პროგრამებზე ლიცენზიების მოპოვება თუ ა.შ. თუმცა, ეს ყველაფერი არ უნდა ხდებოდეს სტუდენტების ხარჯზე იმ დროს, როცა ასეთი კრიზისია და ვერც იმ დონის საუნივერსიტეტო ბენეფიტებს ვიღებთ, რომელსაც აქამდე ვიღებდით“.

როგორც სტუდენტი მომავალ გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, მხოლოდ პეტიციით შედეგს ვერ მიაღწევს, ამიტომ საინიციატივო ჯგუფთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოს მთავრობას მიაწოდოს ინფორმაცია სტუდენტთა პრობლემების შესახებ და მათგან მიიღონ ქმედითი ნაბიჯები.

„არ ვიცი ეს პეტიცია რამდენად იქნება გამოსავალი, მაგრამ ჩვენი საინიციატივო ჯგუფი უკვე მუშაობს წერილზე, რომლითაც გვსურს მივმართოთ მთავრობას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს, რათა აღნიშნული წერილის საფუძველზე მათ დაიწყონ ფიქრი და ზრუნვა სტუდენტებზე“ - განაცხადა გიორგი კაციაშვილმა.

ჩვენ დავინტერესდით, რა პოზიცია აქვთ უმაღლეს სასწავლებლებს და აპირებენ თუ არა სტუდენტების მოთხოვნის შესრულებას - გთავაზობთ, სასწავლებლების პასუხს პეტიციაზე. 

იხილეთ ასევე: 5 000-მდე სტუდენტი განათლების სამინისტროს მიმართავს - „განახევრდეს ან სრულად გაუქმდეს საგაზაფხულო სემესტრის გადასახადი“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება