სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ეჭვი აქვთ, რომ სკოლაში, სადაც პრინცი უილიამის შვილები სწავლობენ, კორონავირუსია
28-02-2020
-
+


იმ სკოლის მოსწავლეები, სადაც ბრიტანეთის დედოფლის შვილთაშვილები სწავლობენ, კარანტინში მოათავსეს. 

ლონდონის ტომას ბატერსის სკოლის 4 მოსწავლე კორონავირუსით ინფიცირების ეჭვის გამო კარანტინშია. სწორედ ამ სკოლაში სწავლობენ ბრიტანეთის პრინც უილიამის და კეიტ მიდლტონის შვილები - პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა. წერს Daily Mail.

აღსანიშნავია, რომ კარანტინში მოთავსებული მოსწავლეები ცოტა ხნის წინ იტალიაში იმყოფებოდნენ. ამჟამად მედიკოსები მოსწავლეთა ანალიზების შედეგებს ელოდებიან. 

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში საშიში ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო არანაკლებ 10 სკოლა დაიხურა.



ცნობისთვის, ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქება ჩინეთის ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მოგვიანებით ინფექცია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ჩინეთის გარდა ყველაზე მძიმედ სიტუაცია სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანშია.

მსოფლიოში COVID-2019-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა და ინფიცირების 82 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, 32 900 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აქედან გარდაცვლილთა უმეტესობა ჩინეთში ფიქსირდება. ქვეყანაში კორონავისურის მსხვერპლთა რიცხვმა 2 744 ადამიანს მიაღწია, 78 497 კი დაინფიცირდა. 

ასევე დაგაინტერესებთ: ცუდი და კარგი ამბავი ახალ ჩინურ კორონავირუსზე, რისი გაგებაც გინდოდათ - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ექიმი კომაროვსკი?

ბოლო სიახლეები კორონავირუსის შესახებ: მის მიმართ ყველა ასაკობრივი კატეგორია დაუცველია


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება