სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

''მიხარია, რომ ''ეტალონი'' სწორედ ის პროექტია, რომელიც ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისთვისაა მიმართული'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
29-06-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში პროექტ ''ეტალონის'' შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლების ხელშეწყობა განათლების სამინისტროსთვის მთავარი პრიორიტეტია. 

''მიხარია, რომ ''ეტალონი'' სწორედ ის პროექტია, რომელიც ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისთვისაა მიმართული'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„მე მინდა გითხრათ, რომ ''ეტალონის'' გამარჯვებულის ვინაობა თანხვედრაშია იმასთან, რაც დღეს აქ ხდება, ანუ მცირეკონტიგენტიანი სკოლების ხელშეწყობა. მე მჯერა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლეებში არის ყველაზე მაღალი პოტენციალი.

მე კომაროვის სკოლაში ვსწავლობდი. მერვე კლასში რომ გადავედი, კლასელები სხვადასხვა რაიონიდან მყავდა და ისინი ყველაზე მაგარი, ყველაზე მოტივირებული მოსწავლეები იყვნენ. ყველაფერში ყველაზე კარგები იყვნენ და მე ეს ემოცია დღემდე მომყვება. სოფლის სკოლებში  სწავლობენ და სოფლებში ცხოვრობენ ისეთი მაგარი ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით წარმატებების მიღწევა.

''ეტალონი'' მიმართულია ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისთვის. ძალიან მიხარია, რომ ლაილაშის სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა. ქალაქის სკოლებს არაფერს ვუწუნებ. თუმცა მათ ისედაც აქვთ შედარებით მდიდარი შესაძლებლობები“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ ''ეტალონის'' ფინალი 24 ივნისს, ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა და 83 ფინალისტს შორის პირველობა ცაგერის, ლაილაშის სკოლის მოსწავლემ, ვახტანგ ჩაჩხიანმა მოიპოვა.

''ათასში ერთი რომ გამოერევა, ისეთი მოსწავლეა ვახტანგ ჩაჩხიანი'' - როგორ ახასიათებენ ''საქართველოს ეტალონ მოსწავლეს''

გთავაზობთ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალის მონაწილეთა შედეგებს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება