სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სამი გაკვეთილი ვალენტინობისთვის - „ჩემი სიყვარული მათემატიკისადმი არ არის ბლაგვი, ის ბასრია!“
13-02-2020
-
+


თებერვალი სიყვარულის თვეა. ამ დროს ყველაფერი, რაც გჭირდებათ კრეატიულობა და მცირე რაოდენობით საკანცელარიო ნივთებია. შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებს მათემატიკის შეყვარებაშიც კი დაეხმაროთ. 

გთავაზობთ რამდენიმე უნიკალურ აქტივობას, რომლებიც მოსწავლეებს ​აუცილებელი მათემატიკური უნარების განვითარებაში დაეხმარება, როგორიცაა სიმეტრია და ალბათობა.

  • სიმეტრიული გულები
ეს აქტივობა სიმეტრიის კონცეფციაზეა დაფუძნებული. სანამ ამ აქტივობას განახორციელებთ, მოსწავლეებს სიმეტრიის შესახებ ესაუბრეთ და სიმეტრიული ხაზები ფურცელზე და თქვენს ირგვლივ სხვადასხვა საგანზე აპოვნინეთ. შემდეგ მოსწავლეებს აუხსენით როგორ შეგიძლიათ გულის დამზადება ქაღალდების დაკეცვითა და დაჭრით, მათზე დახატვის ნაცვლად. აჩვენეთ როგორ დახატონ გულის ნახევარი, შემდეგ სიმეტრიულად მეორე ნახევარი და ამოჭრან.

  • ტკბილი გულების ალბათობა
ეს ტკბილი თამაში 3-5 კლასების მოსწავლეებს ძალიან მოეწონებათ. მოსწავლეებს ჩანთები დაახლოებით ერთი მუჭა გულის ფორმის ტკბილეულით შეავსებინეთ, რომლებზეც იქადე ქაღალდზე დაწერილ სიტყვებს დააწებებინებთ. სიტყვები დადებითი ემოციების გამომხატველი უნდა იყოს და სხვადასხვა სიხშირით მეორდებოდეს. ასეთი ჩანთა ყველა მოსწავლეს უნდა ქონდეს. სანამ აქტივობას განახორციელებთ, მოსწავლეებს ალბათობაზე ესაუბრეთ. გაამხნევეთ ინფორმაცია შეაგროვონ.

როდესაც ისინი ტკბილეულზე დაწერილს სიტყვებს, მათ რაოდენობას შეისწავლიან, შეძლებენ ვარაუდი გამოთქვან ჩანთიდან რომელი სიტყვის ამოსვლის ალბათობაა მეტი და რომელი შეიძლება დარჩეს ბოლო. ტკბილეული მოსწავლეებს ძალიან უყვართ და გაკვეთილითაც დაინტერესდებიან.

  • ბარათები
იმისთვის, რომ მოსწავლეებში ზომის, ფორმის, ხაზებისა და კუთხეების აღქმას შეუწყოთ ხელი, ვალენტინობის ბარათები დაამზადებინეთ. აქტივობა კარგია 3-5 კლასების მოსწავლეებისთვის. ბავშვებს სხვადასხვა სახის მითითება მიეცით. მაგალითად, ზოგმა ტრაპეციის, რომბის, პარალელური ხაზების, ბლაგვი კუთხეების გამოყენებით გააფორმოს ბარათები ან საერთოდ ამ ფორმების ბარათები დაამზადონ.

თქვენ მითითების შესრულების შემდეგ მათ შეუძლიათ ბარათები დეკორატიულად გააფორმონ და ბარათის თავში საკუთარი სახელი დააწერონ. არ დაგავიწყდეთ, ბარათის მთავარი წარწერა „ჩემი სიყვარული მათემატიკისადმი არ არის ბლაგვი, ის არის ბასრი!“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება