სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

9 ხერხი, როგორ გავუმარტივოთ ბავშვს ლექსის სწავლა
04-01-2020
-
+


ლექსების სწავლა მეხსიერებას ავითარებს და ლექსიკურ მარაგს ამდიდრებს, თუმცა ბევრი ბავშვისთვის ლექსის დამახსოვრება მარტივი არ არის. ამიტომ მშობლები და მასწავლებლები ცდილობენ, რომ მათ ეს რთული პროცესი როგორმე გაუმარტივონ.

„ეტალონი“ გაგაცნობთ 9 ხერხს, რომლებიც მოზარდს ლექსის სწავლაში დაეხმარება:

იპოვეთ და განმართეთ რთული სიტყვები

პირველ რიგში, უფროსმა, რომელიც ბავშვს ლექსის სწავლაში ეხმარება, უნდა გამოყოს ისეთი სიტყვები, რომლებიც შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს მოზარდისთვის. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, აუცილებელია ისინი მათთვის გასაგებ ენაზე განმარტოთ.

თანდათანობით გაზარდეთ მოცულობა

თავდაპირველად ბავშვებს ის ლექსები ან ლექსის ის სტროფები ასწავლეთ, რომლებიც შედარებით მცირე მოცულობისაა. დაყავით ლექსი უფრო მცირე მონაკვეთებად და ასწავლეთ თანმიმდევრობით.

შეეცადეთ ლექსის ვიზუალიზაციას


გააკეთეთ ილუსტრაციები. საჭირო არ არის შედევრები შექმნათ, მთავარია თემატური ნახატები გააკეთოთ.

ჩართეთ ემოციები

იყავით ემოციურები, როცა ბავშვს ლექსის სწავლაში ეხმარებით, აგრძნობინეთ მას, რატომ არის ეს ლექსი გამორჩეული, ლამაზი ან საინტერესო.

"გადათარგმნეთ" რითმები პროზაში

მოუყევით მოზარდს, რაზეა ლექსი. უბრალოდ მოაყოლეთ მას მისი შინაარსი, როგორც მაგალითად მოთხრობას მოყვებოდა, დაუსვით ცალკეული შეკითხვები მის შინაარსზე. ამის შემდეგ ლექსის სწავლა გაცილებით სწრაფი და მარტივია.

ლექსის შინაარსის ინსცენირება

შეგიძლიათ არა მხოლოდ წაუკითხოთ ლექსის თითოეული სტროფი, არამედ აჩვენოთ. ამისთვის სულ მცირე მსახიობობა დაგჭირდებათ. უბრალოდ გამოიყენეთ სხვადასხვა ჟესტები და მიმიკები ან დაიხმარეთ ოჯახის სხვა წევრები.

გამოიყენეთ ჩამწერი

გააკეთეთ ლექსის აუდიოჩანაწერი, რომელსაც ბავშვი მოუსმენს. ასე სმენითი მეხსიერება აქტიურდება.

შეისვენეთ სტროფებს შორის

იმისთვის, რომ ლექსის სწავლა ბავშვისთვის დამღლელი პროცესი არ იყოს, შეგიძლიათ ერთად შეისვენოთ და მას მოგვიანებით დაუბრუნდეთ.

გაამეორებინეთ ნასწავლი

მიაჩვიეთ მოზარდი, რომ ბევრჯერ გაიმეოროს მის მიერ ნასწავლი ლექსი, მაგალითად, სათითაოდ მოუყვეს ის ოჯახის ყველა წევრს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება