სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რამდენი დავალება უნდა მისცეთ მოსწავლეს? - რჩევები მასწავლებლებს
18-12-2019
-
+


გიფიქრიათ, ბევრია თუ არა დავალებები მოსწავლეებისთვის? ან საერთოდაც, რამდენია ბევრი? - მასწავლებლებს ხანდახან უჭირთ განსაზღვრონ ყოველდღიურად, რა რაოდენობის დავალება უნდა მისცენ მოსწავლეებს.

Etaloni.ge შეეცდება ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმაროთ:

არ არსებობს ერთი უცვლელი სტანდარტი, რამდენი დავალება შეიძლება მისცე მოსწავლეს, თუმცა გავრცელებული ეფექტური პრაქტიკაა „10-წუთიანი დავალების წესი“. ეს არის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ზრდადი ყოველდღიური „10-წუთიანი დავალებები“.

კერძოდ,

  • 10-წუთიანი დავალება პირველი კლასისთვის
  • 20-წუთიანი დავალება მეორე კლასისთვის
  • 30-წუთიანი დავალება მესამე კლასისთვის და ა.შ.
მაგრამ მასწავლებლებმა იციან, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია და ერთი და იმავე დავალების შესასრულებლად სხვადასხვა დრო შეიძლება დასჭირდეთ. ამიტომ ეს დაახლოებითი რიცხვებია.

კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი დავალება რეალური რისკია. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ფაქტობრივად აკადემიური ცოდნა საერთოდ არ აქვთ დაგროვილი და არც დიდხანს შეუძლიათ დავალებაზე მუშაობა. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ როდესაც მათ აძლევთ დავალებას, ოჯახისა და თამაშისთვის დრო აუცილებლად უნდა დაუტოვოთ.



საბაზო საფეხურის მოსწავლეებს უფრო მეტი ცოდნა აქვთ და უფრო მეტი და რთული დავალების მომზადებაც შეუძლიათ. თუმცა დავალებებმა, რომელთა შესრულებას 90 წუთზე მეტი დრო სჭირდება, შეიძლება მათი ნაყოფიერება შეასუსტოს.

საშუალო საფეხურის მოსწავლეები ყველაზე მეტი მოეთხოვებათ. თუმცა უზომოდ ბევრმა დავალებამ ისინი შესაძლოა დასტრესოს.

კერძოდ,

  • ძილის რეჟიმი დაურღვიოს
  • ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას
მართალია, ბევრი დავალების შემთხვევაში მოსწავლე მეტს მუშაობს და ვითარდება, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ გადაჭარბებულ დავალებებს არც ისე კარგი შედეგები მოაქვს.

ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ უქმეებზე ბავშვებს დავალებები არ უნდა მისცე, რადგან მათ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება სჭირდებათ. ბევრმა დავალებამ ბავშვები სოციალურ აქტივობას შეიძლება მოწყვიტოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება