| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრები მერიის მიერ ორგანიზებულ ლაშქრობაში მონაწილეობდნენ.
მოლაშქრეებმა გაიარეს მარკირებული საფეხმავლო ბილიკი „წოფი-სიონი-მამხუტი“.
მარნეულის საფეხმავლო მარშრუტები მოიცავს მუნიციპალიტეტის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელთა შორისაა უძველესი ძეგლები და მათი ნაშთები. აღნიშნულ ტურისტულ მარშრუტში ღირსშესანიშნავი ადგილები, საპიკნიკე ზონები და პანორამული ხედები შედის.
ლაშქრობის დროს მოსწავლეებმა დაათვალიერეს წოფის ეკლესია, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, მოინახულეს წოფის ულამაზესი ტყე, რომელიც მდიდარია ისეთი მარადმწვანე ხეებით , როგორებიცაა: რცხილი და წიფელი.
ლაშქრობაში მონაწილეობდნენ მარნეულის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
ლაშქრობის მიზანი მარნეულის ღირსშესანიშნაობათა პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა იყო.
აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-17 (თანამშრომლობა ) მიზანს.
სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა