სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5 ფრაზა, რომელიც დაგეხმარებათ, თუ ბავშვს სკოლაში ჩაგრავენ
19-01-2020
-
+


თუ ბავშვს სკოლაში ჩაგრავენ და ამის შესახებ გიამბოთ ყურადღებით მოსმენა არის პირველი ნაბიჯი, მათი თანაგრძნობისთვის. თუმცა ასეთი სტრესული სიტუაციის დროს მხოლოდ მოსმენა არ კმარა, მათ უფროსებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

არსებობს ფრაზები, რომლებიც ბავშვს ფსიქოლოგიურ დისკომფორტთან  გამკლავებაში დაეხმარება. გთავაზობთ, საჭირო წინადადებსა და განმარტებებს, თუ რა სამსახურს გაუწევს სიფრთხილით შერჩეული სიტყვები პატარებს ასეთ დროს: 

მადლობა რომ მომიყევი, მე დაგეხმარები, ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ ამ საქმეს

პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ ბავშვი დავამშვიდოთ და მისი დაცულობის და ემოციური კომფორტის შეგრძნება ვუზრუნველყოთ. აგრძნობინეთ მას, რომ მის გულახდილობას აფასებთ. ბევრი ბავშვისთვის ასეთი პრობლემის ზრდასრულისთვის გაზიარება - ძალიან რთულია. სიტუაციის გამწვავების, მშობლებისთვის იმედის გაცრუების და განაწყენების შიში, სირცხვილი - ყველაფერი ეს ხშირად ბავშვს გულახდილობაში ​უშლის ხელს.

მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ თქვენ მისი გაიგეთ. რომ ის თავის პრობლემასთან მარტო აღარ არის, რომ თქვენ იცით და აუცილებლად დაეხმარებით.

ასეთ, ერთი შეხედვით, მარტივ სიტყვებს ხშირად, უფრო დადებითი ეფექტი აქვთ, ვიდრე გავრცელებულ - „არ მიაქციო ყურადღება“, „თავი აარიდე“, „ხურდა დაუბრუნე“.

ასეთი ფრაზებს ბავშვი აღიქვამს როგორც რჩევას მოაგვაროს ყველაფერი თავად, არ მოაცდინოს მშობლები სისულელებით და არ ელოდოს რომ მას ვინმე დაეხმარება. რა თქმა უნდა, საღად უნდა შეფასდეს კატასტროფის მასშტაბები. როდესაც საუბარია 16 წლის მოზარდზე, რომელმაც თანაკლასელთან იჩხუბა, აქ უკვე საჭიროა სხვა სტრატეგია, რომელიც მას საშუალებას მისცემს კონფლიქტს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს.

მაგრამ დაბალ კლასებში ბავშვებისთვის აუცილებელია მშობლების მხარდაჭერა. მაგრამ სწორედ მხარდაჭერა და არა გადამეტებული ზედამხედველობა და ყველა პოტენციური სირთულისგან იზოლირება.

შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე

ხდება ისე, რომ მშობლები ცდილობენ მოძებნონ ბულინგის მიზეზი თავად ბავშვში: „დაფიქრდი, რა შეიძლებოდა გეწყენინებინა?“ „და კიდევ ვინმეს ჩაგრავენ თუ მხოლოდ შენ? „შენ ხომ თავადაც იცი, რომ ხარ წითური/ გამხდარი/მსუქანი სათვალეს ატარებ“. ამის შესახებ საუბარიც არ შეიძლება. ბავშვი არაფერში დამნაშავე არ არის.

არავის არ შეუძლია იყოს დამნაშავე იმაში, რომ მას ჩაგრავენ, შეურაცხყოფენ, ცემენ.

მოდი ერთად მოვიფიქროთ, რისი გაკეთება შეიძლება. რა გამოსავალს ხედავთ სიტუაციიდან

ეს სიტყვები ემსახურება ერთდროულად რამდენიმე მიზნის მიღწევას, პირველ რიგში, ბავშვის პრობლემის გადაწყვეტაში ჩართვით, თქვენ მას ასწავლით გადაწყვეტილების მიღებას და მასზე პასუხისმგებლობის აღებას. მეორეც ასეთი მიდგომა საშუალებას მოგცემთ აჩვენოთ ბავშვს, რომ თქვენ მას ეპყრობით, როგორც ზრდასრულს და ითვალისწინებთ მის აზრს - რაც ასევე მნიშვნელოვანია თვითშეფასებისთვის.

შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ მომხდარის შესახებ, მაგრამ მშვიდი საუბარი დაკითხვად არ აქციოთ.

​ჩემს შვილს ჩაგრავენ, თქვენ როგორ მოიქცევით, რომ ეს შეწყდეს

შვილთან ერთად სამოქმედო გეგმის შედგენის შემდეგ გაესაუბრეთ მასწავლებელს ან კლასის ხელმძღვანელს. შეეცადეთ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ობიექტურობა, წარუდგინეთ ყველა არსებული ფაქტი და ვარაუდი.  არ სთხოვოთ სიტუაციაზე რაიმენაირად გავლენის მოხდენა, არამედ დაინტერესდით, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს ჩაგვის აღმოსაფხვრელად. რა შეუძლია შემოგთავაზოთ, რომ ბავშვის მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყოს გაკვეთილსა და შესვენებაზე. 

არ წახვიდეთ სკოლიდან, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თქვენ ნამდვილად მოისმინეთ, რომ მსგავსი აღარ განმეორდება.

იხილეთ ასევე - ვის უნდა მიმართოთ, თუ თქვენს შვილს სკოლაში ფულს სძალავენ? - ბევრი მშობელი ასეთ დროს შეცდომას უშვებს

ჩვენს შვილებს შორის კონფლიქტია, ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ

გაესაუბრეთ მჩაგვრელის მშობელს და აუხსენით სიტუაცია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება