სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეზიდენტურის გამოცდა 80, სასერტიფიკაციო კი 120 ლარი - რას აპროტესტებენ მედიცინის სტუდენტები და ვის არ მოუწევს თანხის გადახდა?
04-12-2019
-
+


მედიცინის სტუდენტებისთვის დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები ფასიანი გახდა. სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში 120 ლარის, ხოლო ე.წ რეზიდენტურის გამოცდაში 80 ლარის გადახდა მოუწევთ.

გამოცდებში გადასახდელ თანხებს, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N 586 დადგენილება აწესებს.

როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებ გვერდზეა აღნიშნული, გამოცდაზე გასვლის მსურველებმა შესაბამისი გადახდის ქვითარი უნდა წარადგინონ.

„ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და/ან სასერტიფიკაციო გამოცდების მაძიებელი ვალდებულია, გადაიხადოს დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასური წინასწარ, შესაბამისი მომსახურების მიღებისათვის უნაღდო ანგარიშსწორების გზით. მაძიებელი ვალდებულია გამოცდაზე წარმოადგინოს გადახდის ქვითარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მაძიებელი გამოცდაზე არ დაიშვება“, - წერია ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ გამოცდაზე გასვლის საფასურისგან თავისუფლდებიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილის, შშმ სტატუსის მქონე პირები, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები,“ რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია 100 000 ქულაზე.

აღნიშნულმა სიახლემ სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე აღნიშნავდნენ, რეზინდენტურის გამოცდაზე გასასვლელად დაწესებული საფასურის შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც გამოცდაზე დარეგისტრირდნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება