სიახლეები
სამასწავლებლო

„რომ არა Etaloni.ge, ჩვენი წარმატებების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მწირი აუდიტორიისთვის იქნებოდა ცნობილი“ - Etaloni.ge განვლილი წლის შეჯამებას იწყებს
29-11-2019
-
+


როდესაც პედაგოგები და მოსწავლეები ხედავენ საკუთარი შრომის შედეგს და ზუსტად იციან,  მათი ყოველი წარმატებული ნაბიჯი აუცილებლად გაშუქდება, ეს დამატებით მოტივაცია ხდება თითოეული მათგანისთვის - ასეთია ჩვენი რესპონდენტების თვალით დანახული Etaloni.ge, რომელსაც „სკოლის ცხოვრების პულსზე უდევს ხელი“.

2019 წელი დასასრულს უახლოვდება და გადავწყვიტეთ, Etaloni.ge-ს ასეულობით თანამოაზრე სკოლის ნაწილისთვის გვეკითხა, თუ როგორ შეაჯამებდნენ Etaloni.ge-სთან წარმატებული თანამშრომლობის მორიგ წელს:

ვენერა აბუსერიძე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი:

- ჩვენი სკოლისთვის საკმაოდ წარმატებული წელი იყო, თუნდაც მოსწავლეების ჩართულობის კუთხით. ბავშვების დამოკიდებულება სწავლისადმი შეიცვალა, ისინი მეტად მოტივირებულები არიან და ეს Etaloni.ge-ს დამსახურებაა. სხვათა შორის, წელს პირველად დარეგისტრირდა ჩვენი სკოლა Izrune.ge-ზე და მოსწავლეებიც აქტიურობენ - დიდი მოლოდინი აქვთ; მართალია, ჩართულობას ცოტა ის ართულებს, რომ ინტერნეტთან წვდომა ზოგს ნაკლებად აქვს, თუმცა ფაქტია, ასეთ პროექტებში მონაწილეობის შედეგად, ბავშვები ცოდნასა და გამოცდილებას იძენენ. კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას, ემზადებიან ტესტებისთვის. თამამად ვიტყვი - Etaloni.ge-სთან თანამშრომლობა ბავშვებისთვის დამატებითი მოტივაციაა  და მხოლოდ საგაკვეთილო მზადყოფნას არ ვგულისხმობ - ისინი უფრო კომუნიკაბელურები ხდებიან და რაც მთავარია, თანამშრომლობენ - ჯგუფურად მუშაობენ, გუნდური პრინციპით მოქმედებენ, ერთმანეთს სხვადასხვა მასალას უზიარებენ, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხდება და იციან, რომ ეს აქტივობები გაშუქდება. მადლობა მინდა გითხრათ, რომ არსებობთ.

მარინე ტაბატაძე - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის ოთარ ჩხეიძის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენი სკოლა ოთარ ჩხეიძის სახელსობისაა, 74 მოსწავლე სწავლობს და იმდენი აქტივობა გვაქვს, ხუმრობენ, სამ სკოლას ეყოფაო. ორი მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა, ორი ოქროსმედალოსანი გვყავს, თავს არ ვზოგავთ და აბსოლუტურად ყველა აქტივობაში ჩართული ვართ. ასე რომ, პირობას გაძლევთ, Etaloni.ge-ს ჩვენგან სიახლეები არ მოაკლდება, რომელთა შესახებაც, დარწმუნებული ვარ, ყველა შეიტყობს. ასე ყალიბდება  21-ე საუკუნის მოქალაქე - არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი სად დაიბადა, მთავარია, ვინ ჰყავს გეზის მიმცემი და სწორ გზაზე დამყენებელი. 27 ინტელექტუალური საკუთრების ავტორი ვარ და ჩემთვის დაზეპირებული ცოდნა არაა მნიშვნელოვანი.  ლოგიკა, აზროვნება და მყარი განათლებაა მთავარი, რომელიც შემდეგ გაგვიყვანს დიდ ასპარეზზე. ნიჭი სწორად განვითრებას საჭიროებს და სწორედ ამისთვის ვართ ჩვენ, სკოლის კოლექტივი, მშობელი და Etaloni.ge. ერთობლივი მუშაობით აუცილებლად დავდებთ უმაღლეს შედეგს.

მურად ჯიშკარიანი - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- მოგეხსენებათ, სკოლის წარმატება მოსწავლეთა შედეგებით განისაზღვრება და თამამად შემიძლია თქმა, ამ მხრივ ჩვენ სკოლას წარმატებული წელი ჰქონდა - მედალოსნებიც გვყავდა და 19 მოსწავლე დასაჩუქრდა კომპიუტერებით; მაღალი აქტივობა აჩვენეს ჩვენმა მოსწავლეებმა ეროვნულ გამოცდებზე, 9 ჩაირიცხა 100-პროცენტიანი გრანტით, აკადმიური მოსწრების ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, მასწავლებლებს სტატუსები მიენიჭათ - 1 მენტორითა და 22 წამყვანი პედაგოგით „გავმდიდრდით“... თუმცა, რომ არა Etaloni.ge, ეს ინფორმაცია მხოლოდ მწირი აუდიტორიისთვის იქნებოდა ცნობილი. მოსწავლეებმაც და პედაგოგებმაც იციან, რომ მათი აქტივობები აუცილებლად გამოქვეყნდება - მშობელი ხედავს შვილის წარმატებას, მოსწავლეები კი გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობას ეჩვევეიან.

ვალერი კიკნაძე - ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონის“ პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის მოტივაციაა, ინტელექტ-ჩემპიონატშიც პირველ ადგილზე გავედით ქულების მაჩვენებლით, სამი ოქროსმედალოსანიც გვყავს და სულ ვამბობ - კარგი შედეგი მხოლოდ და მხოლოდ მშობლის ჩართულობით მიიღწევა, ცალკე სკოლა უძლურია და როდესაც ამ პროცესში გარკვეული ფაქტორებიც ასრულებს მასტიმულირებელ ფუნქციას, მოსწავლეებიცა და პედაგოგებიც კმაყოფილები არიან. Etaloni.ge ბიძგის მიმცემია ყველასთვის - მოსწავლემაც, პედაგოგმაც, მშობელმაც იცის, რომ სკოლასთან დაკავშირებული ყველა სიახლე ობიექტურად და აუცილებლად  გაშუქდება, რაც ბავშვების პასუხისმგებლობის გრძნობას ზრდის.

ნინო წილოსანი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენი სკოლისთვის ძალიან აქტიურად დაიწყო სასწავლო წელი, ყველა მასწავლებელი ჩართულია აქტივობებში, განსაკუთრებით ისინი, რომლებმაც სქემის ფარგლებში სტატუსი აიმაღლეს - თითქოს, მასწავლებელთა სახლის მიმართ მადლობის ნიშნად, ცდილობენ, არ დატოვონ პორტფოლიო ცარიელი. პედაგოგიური კოლექტივის ასეთი გამოწვევა, რა თქმა უნდა, მოსწავლეებზეც ისახება, მით უმეტეს, იციან, რომ ყოველ აქტივობას ასი ათასობით ადამიანი გაეცნობა სწორედ Etaloni.ge-ს წყალობით. ეს საიტი დამატებითი მოტივაციაა ყოველი ჩვენგანისთვის. მოსწავლეები ცდილობენ, მეტი ცოდნა მიიღონ, ბევრ პროექტში იასპარეზონ და საკუთარი წარმატებების შესახებ ყველას გააგებინონ. შემოდგომის ზეიმი გვქონდა და წარმოიდგინეთ, იქაც კი „ეტალონის“ პროექტებზე საუბრობდნენ.

ლალი აბჟანდაძე - ბაღდათის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენი სკოლა ყოველთვის ჩართული იყო „ეტალონის“ პროექტებში. Izrune.ge-საც აქტიურად იყენებენ მოსწავლეები, კლასგარეშე ლიტერატურას ეცნობიან და არაფორმალური განათლების მიზანიც ესაა - დამხმარე რესურსებითა და დამხმარე აქტივობებით სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო გახდეს. რამდენიმე კლუბია ჩვენთან შექმნილი, თვითმმართველობაც აქტიურად მუშაობს... საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის 12 მოსწავლე დაჯილდოვდა კომპიუტერებით, გვყავდა 6 მედალოსანი, რომელთაგანაც ყველამ სხვადასხვა უნივერსიტეტში გრანტით ჩააბარა. Etaloni.ge-ზე  ეს ყველაფერი ობიექტურად შუქდება, ინფორმაციას ბევრი ადამიანი ეცნობა, ჩვენც ყოველკვირეულ რეჟიმში ბევრი აქტივობა გვაქვს და ის, ვინც დაინტერესებულია ჩვენი სასკოლო ცხოვრებით, სიახლეებს სწორედ Etaloni.ge-ს საშუალებით იგებს.

ცირა დავითაძე - ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მენეჯერი:

- ძალიან კარგი, წარმატებული წელი გვქონდა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი აქტივობები Etaloni.ge-ს ყურადღების მიღმა არ რჩება. აღარაფერს ვამბობ პროექტ „ეტალონში“ მონაწილეობაზე - ბავშვებმა ეს პროექტი გაითავისეს, „მიითვისეს“ და „ეტალონი“ უკვე მათია. Izrune.ge-საც დიდი ინტერესით მოეკიდნენ; უნდა ნახოთ, ჩვენთან ხუთშაბათობით რა ხდება - სკოლაშივე ავსებენ ტესტებს, რათა დაგვანახონ საკუთარი აქტიურობა, და წარმატებები.

დარეჯან ნასყიდაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვეული ენთუზიაზმით დავიწყეთ სასწავლო წელი. მოტივირებულები არიან მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც, ორი ღვაწლმოსილი პედაგოგი სკოლიდან გავაცილეთ და მათ ნაცვლად ახალი კადრი დავიმატეთ, შედეგად კი გაახალგაზრდავებული კოლექტივი მივიღეთ; ასევე საამაყოა, რომ სკოლაში გვყავდა 2017 წლის ეტალონელი, რაც უდიდესი მოტივაცია იყო მოსწავლეებისთვის. მათ იციან, რომ Etaloni.ge-ს მუდმივად უდევს სკოლის პულსაციაზე ხელი და ჩვენი არც ერთი სიახლე არ გამოეპარება.

თეონა ადეიშვილი - ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ახალი ინფრასტრუქტურა გვაქვს, ახალ გარემოში შევხვდით  სასწავლო წელს და ბავშვების მოტივაციამ, რა თქმა უნდა, მოიმატა - ახალი გარემოა, შესაბამისად, სხვა განწყობა აქვთ და მეტი ხალისით ეკიდებიან სწავლას; ძალიან კარგი შედეგები გვაქვს სასწავლო, ასევე სპორტულ ოლიმპიადებში, დაგეგმილი გვაქვს ბევრი აქტივობა, ჩართულები ვართ ახალი სკოლის პროექტში და მოსწავლეები ასრულებენ კომპლექსურ დავალებებს... ძალიან შრომატევადი და ხალისიანი წელი გვაქვს და სამომავლოდაც მსგავსად ვაპირებთ გაგრძელებას. ასე რომ, Etaloni.ge-ს ჩვენგან ინფორმაცია არ მოაკლდება. Etaloni.ge-მ ჩემს მოსწავლეებს გაუჩინა სურვილი და შემართება, მეტად ჩაერთონ სასკოლო აქტივობებში, მოიპოვონ მეტი წარმატება და როდესაც ეს ინფორმაცია საიტზე ისახება, ყველა იგებს მათი წინსვლის შესახებ.

მაია ქობულია - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენთვის მთავარია, ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში... სწორედ  ამისთვის, დავგეგმეთ ბევრი აქტივობა, გვაქვს სიახლეები და ამ ყველაფერს Etaloni.ge არასოდეს ტოვებს ყურადღების მიღმა. ბავშვებმა იციან, რომ მათი წინგადადგმული ყოველი ნაბიჯის შესახებ უამრავი ადამიანი შეიტყობს; თავადაც ინტერესდებიან ინფორმაციით, რაც საიტზე ვრცელდება... აინტერესებთ, როგორ შუქდება ესა თუ ის აქტივობა, სხვისი წარმატებებიც ახარებთ და მათ გამოცდილებასაც სიამოვნებით იზიარებენ.

თემურ გეგიძე - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ფაქტობრივად, ახალი სკოლა გვაქვს, ყველაფერი კარგადაა, ახალი პროგრამები ინერგება და ამ ყველაფრის გაშუქებაში ძალიან გვეხმარება Etaloni.ge. „ეტალონის“ პროექტებში მონაწილეობით კი ჩვენი მოსწავლეები იღრმავებენ ცოდნას, ეჩვევიან გუნდურად მუშაობას, ურთიერთობენ, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, მეგობრდებიან და ეს ყოველმხრივ დადებითად აისახება.

ბადრი დავითაძე - ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ზოგადად, არაფორმალური განათლების მხრივ, ძალიან აქტიურები არიან ჩვენი მოსწავლეები,  ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებასა და აზრებს, მსჯელობენ, ვინ, რა კითხვას, როგორ უპასუხა izrune.ge-ს ტესტებში, ძალიან შედეგიანია ამ პროექტში მონაწილეობა. ჩვენი სკოლა პერიფერიაშია და  ბავშვებს თეატრებსა და კინოებში სიარულის საშუალება ნაკლებად აქვთ, ასეთი აქტივობები კი  დიდ ეფექტს იძლევა, მით უმეტეს, იციან, რომ მათი ნებისმიერი წარმატება Etaloni.ge-ს უყურადღებოდ არ დარჩება, ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას კი ძალიან ბევრი ადამიანი გაეცნობა. უფროსკლასელები უფრო თავდაჭერილები არიან, უმცროსკლასელებისთვის კი პროექტებში გამარჯვებაა უდიდესი მოტივაცია და შემდეგ ამ ინფორმაციის გასაჯაროება - მათ ახარებს სიგელი, მედალი, უბრალოდ ნათქვამი „ყოჩაღ“... შედეგად, განათლების დონე იმატებს, რაც კარგად ჩანს შემაჯამებელ სამუშაოებში. თუნდაც ერთი ნაბიჯი წარმატებისკენ ზრდის მოსწავლეების პასუხისმგებლობის გრძნობას და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მოტივატორია Etaloni.ge.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება