სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველაფერი, რაც ტუტორის შესახებ უნდა იცოდეთ - ვიდეოგზამკვლევი მათთვის, ვისაც ტუტორობა სურს
15-11-2019
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტუტორებს სთავაზობს ვიდეოგზამკვლევს, სადაც განმარტებულია ტუტორის ტიპები, მისი ფუნქციები და მახასიათებლები.

ტუტორი არის კოლეგა, რომელიც წარმოადგენს ფასილიტატორს, შემფასებელს, ნდობით აღჭურვილ პირს დამწყები კოლეგისთვის, სტაჟიორისა თუ სტუდენტისთვის.

ტუტორის დონეები:

  • ნულოვანი - ზოგადი ექსპერტიზა; 
  • მინიმალური - დახმარება არსებით საკითხებში; 
  • განვითარებული - დახმარება სირთულეების დაძლევაში;

ტუტორის ტიპები:

  • ავტორიტარული - ტუტორი მკაცრად გაწერილ გეგმებსა და მითითებებს იყენებს
  • დემოკრატიული - ტუტორი და შემსწავლელი ერთად სახავენ სამოქმედო გეგმას, განიხილავენ პრობლემურ სიტუაციებს, ეცნობიან მასალებს, ერთობლივად დაგეგმილი პროცესის ანალიზსა და შეფასებასაც ერთობლივად ახორციელებენ
  • დელეგირებული - ტუტორის მხრიდან ყურადღება ნაკლებია. უპირატესობა ენიჭება შემსწავლელის მხრიდან პრობლემის გადაწყვეტის დამოუკიდებლად ძიებას.
ტუტორის ფუნქციები:

  • საწყის ეტაპზე ეხმარება მაძიებელს ორიენტირებაში;
  • აცნობს მაძიებელს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებს და უსახავს გზებს ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად;
  • აძლევს მას სიტუაციურ რჩევებს სასკოლო საზოგადოებასთან ეფექტური და ურთიერთობების დამყარების მიზნით;
  • ეხმარება მაძიებელს, გახდეს სასკოლო საზოგადოების წევრი;
  • ეხმარება მაძიებელს იმის გააზრებაში, თუ როგორ უნდა დაგეგმოს პრაქტიკა;
  • სისტემატურად აწყობს სამუშაო შეხვედრებს მაძიებელთან;
  • ეხმარება მაძიებელს გაკვეთილის დაგეგმვაში;
  • აკვირდება მაძიებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, მის პრაქტიკას და აძლევს მას განმავითარებელ უკუკავშირს;
  • ეხმარება პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების დროულად და ხარისხიანად შესრულებაში;
  • უზიარებს მაძიებელს საკუთარ გამოცდილებას და სთავაზობს ახალ გზებს პროფესიული განვითარების მიზნით;
  • ეხმარება მაძიებელს თვითშეფასებასა და სამოქმედო გეგმის შექმნაში;
  • ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, პასუხობს მის კითხვებს, აძლევს მას საჭირო რეკომენდაციებს და უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს;
  • აფასებს მასწავლებლობის მაძიებლის საქმიანობას.

ტუტორის მახასიათებლები:

  • ერთგულება ტუტორის როლისადმი და პროფესიისადმი;
  • კოლეგის აღიარება და ურთიერთგაგება;
  • დიფერენცირებული მიდგომა;
  • დროული და მიზანმიმართული დახმარება;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • სტიმულის მიცემა.
იხილეთ ვიდეო 

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება