| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლამ „ნატოს დღეების“ ფარგლებში გამართულ ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი დაიკავა.
26 ოქტომბერს, „ნატოს დღეების“ ფარგლებში ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა.
თამაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
თამაშში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეთა 11 გუნდი მონაწილეობდა.
თამაში სამ ტურად წარიმართა და ყველა კითხვა ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.
„ნატოს დღეები“ საქართველოში 3 ოქტომბერს დაიწყო და 31-ოქტომბრამდე გაგრძელდა.
დაძაბული და საინტერესო თამაშის შედეგად ჟიურიმ გამარჯვებული გამოავლინა. პირველი ადგილი ახალქალაქის N2 საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე სოფელ არაგვის საჯარო სკოლა გავიდა, მესამე ადგილი კი ბავრის საჯარო სკოლას ხვდა წილად.
თამაშს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში თეონა ზურაბაშვილი უძღვებოდა.
თამაშის ბოლოს გამარჯვებულები სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ასევე ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები მონაწილეობისთვის.
შეჯიბრს ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი სტელმაშოვი, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი ანდრანიკ ბაგდასარიანი, სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები და სხვა საპატიო სტუმრები.
იხილეთ ფოტო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა