სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სორის საჯარო სკოლაში გია ყანჩელის ხსოვნას გამოფენა მიეძღვნა
04-11-2019
-
+


ონის მუნიციპალიტეტის, სორის საჯარო სკოლაში გამოფენა მოეწყო, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა.

სორის საჯარო სკოლის ხელოვნების წრის მოსწავლეებმა, დარეჯან ბაკურაძის ხელმძღვანელობით, სკოლის დერეფანი ყვითელი ფოთლებით გააფორმეს. დარბაზში გია ყანჩელის მუსიკა ჟღერდა და გამოფენის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა თუ ვიზიტორებს ერთნაირად ნუსხავდა.

ყანჩელისეული „ყვითელი ფოთლები“ სორის სკოლაში გამოფენილ მცენარეებს, ხის კუნძებსა თუ ულამაზესი ყვავილებით შექმნილ ასევე ულამაზეს  კომპოზიციებს ერთგვარ ჯადოსნურ იერს სძენდა და ყველას დადებითი ემოციებით აღავსებდა.

მოსწავლეები ემოციებს, მასწავლებლები კი კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. დირექცია და პედაგოგები ერთნაირად მადლიერები იყვნენ იმის გამო, რომ ბავშვებმა  გენიალური კომპოზიტორის გენიალური მუსიკის ყოველი ბგერა ზუსტად ასახეს საგამოფენო ექსპონატებში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება