სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდისთვის აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას ​დღეიდან შეძლებენ - დეტალური ინსტრუქცია
24-10-2019
-
+


2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების მონაწილე აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას დღეიდან შეძლებენ. ამობეჭდვა 24 ოქტომბრის 15:00 საათიდან იწყება, ვებგვერდზე: online.naec.ge.

ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია: 

•    აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით  შედის პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგანი და ა. შ.) იყენებს ღილაკს - „დაბეჭდეთ ბარათი“;


•    მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და  მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.

შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის წელს 26600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.  მთელი საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში 13 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. 

შეგახსენებთ, ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. ცენტრი შეახსენებს აპლიკანტებს, რომ  მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. სურვილის შემთხვევაში, აპლიკანტს შეუძლია, თან იქონიოს გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით და წყალი პლასტმასის ბოთლით.

იხილეთ ასევე: 

რა შეიცვალა ნოემბერში დანიშნულ მასწავლებელთა გამოცდაზე? - სოფო გორგოძის განმარტება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა წიგნს ილუსტრაციებიც დაურთეს და მკითხველს მსოფლიო მოგზაურები საინტერესოდ წარუდგინეს

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება