| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნოემბერში დაგეგმილ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, პირველი სესიის ტესტირების დაწყების დრო შეიცვალა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძე ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საგამოცდო ცენტრში აპლიკანტები დილის 8 საათის ნაცვლად, 10 საათზე უნდა გამოცხადდნენ.
„ერთი ცვლილება წინა გამოცდებთან შედარებით იქნება ის, რომ თუკი აქამდე აპლიკანტებს დილის სესიაზე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადება 8 საათზე უწევდათ, ახლა გამოცხადება 10 საათიდან იქნება სავალდებულო. ეს ცვლილება განვახორციელეთ, რადგან ტრანსპორტირების თვალსაზრისით უფრო მისაღები იქნება ჩვენი მასწავლებლებისთვის და პედაგოგობის მსურველებისთვის. თუმცა არ მინდა წავახალისო დაგვიანება, რადგან ისევე როგორც ადრე, ახლაც დაგვიანების შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საშუალება რომ აპლიკანტები გამოცდაზე შევუშვათ“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.
იხილეთ ასევე:
მასწავლებელთა გამოცდისთვის აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას დღეიდან შეძლებენ - დეტალური ინსტრუქცია
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება