სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდის ტესტების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა ცნობილია
06-10-2019
-
+


2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის/პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა ცნობილია.

იხილეთ ტესტების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდები 2 ნოემბერს პროფესიული უნარებით დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: 

  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს; 
  • ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე. 
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

საგამოცდო ცენტრები საქართველოს შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი და ქუთაისი. 

შეგახსენებთ, რომ საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდა.

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყება - განრიგი 

როდიდან შეძლებენ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას აპლიკანტები მასწავლებელთა გამოცდისთვის?

რა კრიტერიუმებით შეფასდება ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდის ტესტები? - ბრძანება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება

ბავშვებმა დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა აქტივობებში

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება