სიახლეები
სამასწავლებლო

„მედალოსანი მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში ამართლებენ სკოლის მოლოდინებს“​ - დირექტორების შეფასებები
04-09-2019
-
+


როგორც ამბობენ, „წარმატებები მოგზაურობაა და არა დანიშნულების ადგილი“. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და მისი წარმატებული ფუნქციონირებისათვის მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს მოსწავლეების მოტივაციის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“, რომლის მიზანი წარმატებული მოსწავლეების დაფასება და მედლით დაჯილდოებაა.

უნდა დაჯილდოვდნენ თუ არა სკოლაში მედლით წარჩინებული მოსწავლეები? აჩვენებს თუ არა მედალი მოსწავლეების რეალურ ცოდნას? და რამდენად წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს მედალოსანი მოსწავლეები? - ამ საკითხებზე სასაუბროდ ETALONI.GE სკოლის დირექტორებს ესაუბრა.

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ლუიზა შონია:

„მიმაჩნია, რომ მედალი მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. წელს  ჩვენს სკოლაში მედალოსანი მოსწავლეები არ გვყავს, რაც ძალიან სამწუხაროა“.

გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორი - დარეჯან ნასყიდაშვილი:

„რაც სკოლაში წარჩინებული მოსწავლეების მედლით დასაჩუქრება დაიწყეს, მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია გაუჩნდათ. გარდა ამისა, ძალიან სასიამოვნოა მედლის გადაცემის ცერემონიალიც. მიმაჩნია, რომ მედალი მოსწავლის რეალურ ცოდნას ნამდვილად ასახავს. წელს ჩვენი სკოლის მედალოსანი მოსწავლეები 50%-იანი დაფინანსებით საკმაოდ პრესტიჟულ სასწავლებლებში მოეწყვნენ“.

გორის მუნიციპალიტეტის ბერბუკის საჯარო სკოლის დირექტორი - ამალია საური:

„თუ სკოლა იმ მოსწავლეებს დააჯილდოებს მედლით, ვინც ამას მართლა იმსახურებენ, ვფიქრობ, ძალიან კარგი საშუალებაა მათი მოტივაციისთვის. წელს ჩვენი სკოლის 8 მე-12 კლასელი მოსწავლიდან მედალი 1-მა აბიტურიენტმა მიიღო, რომელმაც წარმატებით ჩააბარა სამედიცინო უნივერსიტეტში. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მედალი მოსწავლის რეალურ ცოდნას ნამდვილად ასახავს“ .

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორთაბათუმის საჯარო სკოლის დირექტორი - ნუნუ ქიქავა:

„ჩემი აზრით, მოსწავლეთა დაჯილდოება მედლით მათი წახალისებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მიმაჩნია, რომ მედალი მოსწავლეების ცოდნას მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს. ჩვენს სკოლაში მედალოსანი მოსწავლეები არ გვყავს“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის საჯარო სკოლის დირექტორი - ირმა მენაბდე:

„ვფიქრობ, მედალი მოსწავლეების ცოდნას ნამდვილად აჩვენებს, რადგან ის მათი წახალისებისთვის საუკეთესო საშუალებაა. ჩვენი სკოლის ერთ-ერთმა მედალოსანმა მოსწავლე - თათია სალუქვაძემ მედალი დამსახურებულად მიიღო, რასაც ჩემი აზრით, უმაღლესი სასწავლებელი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს. სკოლა დამსახურებულ მედლებს იძლევა, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს“.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი - ნანი ცივაძე:

„გამოცდები დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული, თუმცა ჩვენი  სკოლის 17 მედალოსანი მოსწავლიდან  3-მა აბიტურიენტმა ერთიან  ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსების მოპოვება შეძლო, 1 მოსწავლე, რომელიც  ჯანმრთელობის გამო სკოლას ხშირად აცდენდა, მედალი ვერ მოიპოვა, თუმცა უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოეწყო, სკოლის  4 მედალოსანი მოსწავლე უმაღლეს სასწავლებელში 70 %-იანი დაფინანსებით მოხვდა, ხოლო,  დანარჩენები მოსწავლეები სასწავლებლებში 50%-იანი გრანტით მოხვდნენ. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მედალოსანი მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში ამართლებენ სკოლის მოლოდინებს, რადგან ისინი თავიანთი ცოდნით იმსახურებენ ამას. ამიტომ, მედალი, როგორც მოტივაციის საშუალება აუცილებლად უნდა არსებობდეს სკოლაში, რადგან  ის თუ გავაუქმეთ, მოსწავლეებს სწავლის სტიმული ფაქტობრივად აღარ ექნებათ“.

გორის  N10 საჯარო სკოლის დირექტორი - გელა ჯაფარიძე:

„გასულ წლებში, როცა მედლები არ არსებობდა, წარჩინებული მოსწავლეები გაცილებით ცოტანი იყვნენ, ვიდრე ახლა, როცა მოსწავლეებს მედლით აჯილდოებენ. რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, წელს ჩვენს სკოლაში 3 ოქროს მედალოსანი მოსწავლე გვყავდა და სამივე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორი - ხათუნა წილოსანი:

„მიმაჩნია, რომ მედალი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ის მოსწავლეები, რომლებიც ბევრს მეცადინეობენ, ნამდვილად იმსახურებენ იყვნენ გამორჩეულები. ჩემმა ქალიშვილმა, რომელმაც სკოლაში ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსება მიიღო.

ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ვალერი კანკაძე:

„მედალი ერთგვარი სტიმულია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, რათა წარმატებით ისწავლონ და მეტი მოინდომონ. ჩვენი სკოლის ყველა  მედალოსანი მოსწავლე 100 %-იანი დაფინანსებით მოეწყო უმაღლეს სასწავლებელში“.

ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის შუაღელეს საჯარო სკოლის დირექტორი - ლალი კირჩხელი:

„ჩემი აზრით, მედალი მოსწავლეებს სტიმულს აძლევთ, რომ მეტი ისწავლონ და ცოდნა გაიღრმავონ. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანი სკოლების რიცხავს მიეკუთვნება და შესაბამისად, წელს მედალოსანი მოსწავლე არ გვყავდა, თუმცა გასულ წელს ჩვენი სკოლის მედალოსანი მოსწავლეები წარმატებით ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში".

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტყაჩირის საჯარო სკოლის დირექტორი - შორენა უგრეხელიძე:

„წელს ჩვენს სკოლაში 2 მედალოსანი მოსწავლე გვყავს და მიაჩნია, რომ მედალი მოსწავლეთა მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი სკოლის მოსწავლეები წარმატებულები არიან და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი დიდი იმედი მაქვს“.

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი - ვარდო უგლავა:

„ჩვენი სკოლის მაგალითიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ სკოლის ყველა მედალოსანი მოსწავლე იმსახურებდა მედალს. ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც მედლით დავაჯილდოვეთ, 100%-იანი დაფინანსებით მოეწყო უმაღლეს სასწავლებელში. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მედალი მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ის მოსწავლეთა შორის განსხვავების საშუალებასაც იძლევა. მიმაჩნია, რომ მოსწავლე, რომელიც 12 წელი წარმატებით სწავლობს სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში გარკვეულ შეღავათებს უნდა იმსახურებდეს“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება