სიახლეები
სამასწავლებლო

უსაფრთხო სამუშაო გარემო, ანაზღაურება, პროფესიული განვითარების პერსპექტივა - რა სჭირდებათ მასწავლებლებს მოტივაციის გასაზრდელად?
04-09-2019
-
+


მასწავლებლის მოტივაცია ხარისხიანი გაკვეთილისა და მოსწავლეთა განვითარების წინაპირობაა. რაც უფრო დიდი ენთუზიაზმით მიუდგება მასწავლებელი თავის საქმეს, მით უფრო ნაყოფიერი იქნება მისი ყოველი სამუშაო დღე.

etaloni.ge-ს შეეცადა გაეგო, მასწავლებლებისთვის რა არის მნიშვნელოვანი  მათი მოტივაციის გასაზრდელად. ჩვენ ამ კითხვით საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს მივმართეთ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერგეს საჯარო სკოლის დირექტორი მარად არძენაძე:

„ვთვლი, მასწავლებლის მოტივაციის გასაზრდელად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა. მნიშვნელოვანია ანაზღაურებაც, რადგან თითოეული ჩვენგანი დამოკიდებული ვართ ხელფასზე“.

ქედის მუნიციპალიტეტის გეგელიძეების საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ნიჟარაძე:

„უპირველეს ყოვლისა, თითოეული მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა. აუცილებელია კარგად მოწყობილი საკლასო ოთახები და სასწავლო რესურსით უზრუნველყოფა. მასწავლებელს მოტივაციას მატებს, როდესაც პროფესიული განვითარების პერსპექტივა აქვს. ამიტომ უნდა შევძლოთ და განვითარების შესაძლებლობა მივცეთ“.

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კიკნაველიძე:

„მასწავლებლისთვის აუცილებელია, რომ სამუშაო ადგილზე ყველაფერი ქონდეს ნორმალურად. მნიშვნელოვანია ჰქონდეს სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება, რადგან მასწავლებელი იქნება თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, საბოლოოდ ყველაფერი მატერიალურ მხარეზეა დამოკიდებული. უკეთესი იქნებოდა, რომ მასწავლებლის წიგნებს საყიდლად არ ეძებდნენ. მაგალითად, ჩვენ ბორჯომის რაიონში ვცხოვრობთ და გვიჭირს წიგნების მოძიება. წიგნები რომ  იგზავნებოდეს და შეტყობინება მოგვდიოდეს, შევიძენდით. უფასოდ თუ მოგვაწოდებენ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება. მასწავლებლის წიგნი სასკოლო პროცესში ძალიან გვეხმარება".

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი დავითაძე:

„მასწავლებლის მოტივაციის გაზრდაზე რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს. პირველი- მასწავლებელს განათლების სისტემისადმი შინაგანი რწმენა  უნდა ჰქონდეს და ბავშვებისადმი სიყვარულითა და სითბოთი უნდა იყოს განმსჭვალული. ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ფაქტორი, სახელფასო პოლიტიკა. ეს სისტემა ეტაპობრივად ვითარდება და ძალიან დიდი  შემობრუნება მოახდინა  საგანმანათლებლო სისტემაში. მასწავლებელთა მოტივაციის ერთ-ერთ პუნქტად შეიძლება ჩაითვალოს ე.წ სამართლიანობისა და დემოკრატიის დამკვიდრება, როდესაც მასწავლებელი სასკოლო პროცესებში სრულადაა ჩართული. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ზუსტად ასეთი პედაგოგიური გუნდი მყავს“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯას საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი:

„მოტივაციისთვის აუცილებელია, რომ მოწოდებით იყო მასწავლებელი. მასწავლებელს შინაგანი მოტივაცია თუ არ აქვს გაუჭირდება. აუცილებელია ჰქონდეს სასურველი სამუშაო გარემო. ისეთი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს შექმნილი, რომ მათ კომფორტულად იგრძნონ თავი“.

ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჭინჭარაძე:

„მასწავლებლები, ალბათ, ფიქრობენ, რომ ხელფასი კარგი მოტივატორია, მაგრამ ვფიქრობ, შესაბამისი სამუშაო გარემოც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სამუშაო გარემოში ვგულისხმობ ინფრასტრუქტურასაც და ადამიანურ რესურსსაც“.

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე:

„მასწავლებლის მოტივაციის ზრდაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. რა თქმა უნდა, ფინანსური საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე სასკოლო გარემოს მოწესრიგებულობა. კოლეგებიც ერთმანეთთან აქტიურად უნდა თანამშრომლობენ და უხაროდეთ ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება. ერთობლივად უნდა გეგმავდნენ რა და როგორ გააკეთონ. სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებულობაც მნიშვნელოვანია".

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედა განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ კეკელიძე:

„მასწავლებლის მოტივაციის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ფუნდამენტურად ფლობდეს საგანს. სწავლების ფორმა დროსა და სივრცეში შეზავებული უნდა იყოს გარემოსთან და ეროვნულ მიზნებთან.  როგორც სახელმწიფო ითხოვს, ისე უნდა გადამზადდეს მასწავლებლები და სახელმწიფო მიზნების შესაბამისად უნდა ასწავლონ მომავალ თაობებსაც. გუშინდელ დღეს ხვალინდელი დღე აუცილებლად უნდა სჯობდეს. მასწავლებელი სისტემატურად უნდა ვითარდებოდეს“.

პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სულიაშვილი-არაბული:

„მასწავლებლის მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გარემოში უხდება მუშაობა. წახალისების ფორმებიც ეფექტურია, მატერიალური თუ მორალური. მასწავლებლის შრომაც ობიექტურად უნდა შეფასდეს.​ მასწავლებლის შრომისმოყვარეობა მასზეა დამოკიდებული. სხვა ყველა გარე ფაქტორია".

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაკაშიძე:

„სკოლამ ყველანაირად  უნდა შეუწყოს ხელი მასწავლებლის კომპეტენციის ზრდას და თვითონაც უნდა აიღოს პასუხიმგებლობა, რომ 21-ე საუკუნეში პროფესიულად ვითარდებოდეს. ბევრი უნდ იმუშაოს, ახალი აქტივობები დაგეგმოს, რათა მოტივაციაც მოემატოს და უკეთესი ახალი თაობებიც გამოუშვა სკოლიდან".


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება