სიახლეები
სამასწავლებლო

„მათი წარმატება სკოლის დამსახურებაა“ - როგორ აფასებენ დირექტორები 100%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტებს
03-09-2019
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო  გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან 1011 სწავლას 100%-იანი დაფინანსებით გააგრძელებს. 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1452-მა აპლიკანტმა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება 4083-მა აბიტურიენტმა. 

100%-იანი დაფინანსების მქონე აბიტურიენტების შეფასება etaloni.ge-მ მათი სკოლის დირექტორებს სთხოვა:

ხაშურის N8 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხიჩაკაძე:

„ჩვენი სკოლის ხუთმა მოსწავლემ მიიღო 100%-იანი გრანტი. თითოეული იყო ძალიან გამორჩეული და აქტიური, შესაბამისი შედეგიც დადეს. მაგალითად, ალექსი ქურდაძე სულ იმარჯვებდა ოლიმპიადებში. ნინი გიორგაძე საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელი იყო გაეროსა და ევროკავშირში. გვყავს 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მფლობელი ბავშვებიც. ვფიქრობ, მათი წარმატება ერთმნიშვნელოვნად სკოლის დამსახურებაა. ალექსი ქურდაძე საერთოდ არ ემზადებოდა სასკოლო წლების განმავლობაში. მხოლოდ მე-12 კლასში გაიარა მოკლე კურსები. საქართველოს თითქმის ყველა აბიტურიენტი დადის რეპეტიტორთან. მოსწავლის წარმატებაში სკოლის როლი ყოველთვის დიდია. სკოლის დამსახურება რომ არ იყოს საქართველოს მასშტაბით 100%-იანი გრანტის მქონე 1011 აბიტურიენტიდან 5 ჩემი სკოლის მოსწავლე არ იქნებოდა. ბავშვების განათლებას პირველი კლასიდან ეყრება საფუძველი და სკოლა ბოლომდე ზრუნავს მათ წინსვლაზე“.

თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან უსუფაშვილი:

„სკოლას ჰყავს სამი 100%-იანი სტუდენტი: თათია ქოჩიაშვილი, მარიამ ძოწენიძე და მარიამ ქოჩიაშვილი. სამივე მათგანი არაჩვეულებრივი მოსწავლე იყო სწავლითაც და ქცევითაც. თათია ქოჩიაშვილი FLEX პროგრამით ამერიკაში იმყოფებოდა მიუხედავად იმისა, რომ კარგი მოსწავლეები იყვნენ, გარკვეული თვეების განმავლობაში რეპეტიტორებთანაც დადიოდნენ, თუმცა სკოლის როლი ძალიან დიდია. ბავშვები რეპეტიტორთან ვერაფრით ვერ მიაღწევენ მაღალ შედეგს, სკოლიდან საფუძველი თუ არ ექნებათ. მარიამ ქოჩიაშვილმა მხოლოდ სკოლიდან მიღებული ცოდნით და დამოუკიდებელი მეცადინეობით მიიღო 100%-იანი გრანტი. მან წინა წელს 50%-იანი დაფინანსება მოიპოვა, მაგრამ უნდოდა სრული დაფინანსება მიეღო და წელს ხელახლა სცადა“.

დაბა ხულოს საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხოზრევანიძე:

„ჩვენი სკოლის მოსწავლე თამთა თავართქილაძემ 100%-იანი გრანტი მოიპოვა და ჩააბარა სან დიეგოს უნივერსიტეტში. მას აქვს უნივერსიტეტის შიდა დაფინანსებაც. თამთამ 80 ქულა მიიღო ინგლისურში, 65 ქულა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 71 ქულა ზოგად უნარებში, ხოლო 50 - ქიმიაში. თამთა აქტიურად იყო ჩართული მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობასა და ოლიმპიადებში. ვფიქრობ, თამთას მაღალი შედეგი ქიმიაში განაპირობა იმან, რომ სკოლაში  ახალი ლაბორატორია გვაქვს. ადრე გვიჭირდა ნივთიერებების შემოტანა, მაგრამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საჭირო ნივთიერებებიც შემოგვაქვს. სერთიფიცირებული მასწავლებლები გვყავს როგორ ქიმიაში, ასევე ბიოლოგიაში. ჩემი აზრით, თამთას მაღალი შედეგი განაპირობა როგორც სკოლაში კვალიფიციური მასწავლებლების კარგად მუშაობამ, ასევე მისმა მონდომებამ“.

თელავის N9 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა თვალიაშვილი:

„ჩვენი სკოლის ყველა მედალოსანი მოსწავლე უმაღლესი ქულებით მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში. ზოგიერთი არ იყო მედალოსანი, მაგრამ 70%-იანი თუ 50%-იანი დაფინანსება მიიღეს. ყველა გამორჩეულად კარგი ბავშვები იყვნენ. აბიტურიენტების წარმატებაში სკოლის წვლილი, რასაკვირველია, დიდია. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე სასკოლო პროგრამით გერმანიაში იყო წასული. გვყავს კარგი პედაგოგები. მე ვერ გეტყვით აბიტურიენტები სკოლის გარეთ ემზადებოდნენ თუ არა. ვთვლი, რომ თითოეული მათგანის წარმატებაში ლომის წილი სკოლას მიუძღვის. მათი ცოდნას პირველი კლასიდან მასწავლებლებმა ჩაუყარეს საფუძველი. თუმცა, რასაკვირველია, მათმა მონდომებამ,  შრომისუნარიანობამ და წარმატების სურვილმა მიიყვანა ამ შედეგამდე“.

ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური:

„100%-იანი გრანტით წელს ქეთი შალუკაშვილმა ჩააბარა. ქეთი ძალიან ნიჭიერი, მონდომებული და მიზანმიმართული გოგოა. ის ეტალონის კონკურსის შარშანდელი გამარჯვებულია. რა თქმა უნდა, სკოლის მაღალკვალიფიციური პედაგოგების დამსახურებაა, რომ მან ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია. ჩვენს სკოლას ძალიან ბევრი 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტი ჰვყავს. ძალიან წარმატებული იყო ეს წელი ჩვენთვის“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირა გიორგაძე:

„წელს 100%-იანი გრანტი მიიღეს თამუნა მანველიშვილმა და ნათია ჩაველიშვილმა. ნათიამ ჩააბარა სან დიეგოს უნივერსიტეტში, ხოლო თამუნამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ორივე  მოსწავლე ამერიკაში იმყოფებოდა FLEX პროგრამით. ისინი არიან მედალოსნები. ორივე ძალიან აქტიურად იყო ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მიმართულებით ძალიან კარგები იყვენენ, მათ შორის, შემოქმედებად“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან პარუნაშვილი:

„მარიამ სააკიანმა შარშან დაასრულა სკოლა და ჩააბატა ტექნიკურ უნივერსიტეტში, თუმცა დიდი სურვილი ჰქონდა, რომ სრული დაფინანსებით სან დიეგოს უნივერსიტეტში მოხვედრილიყო, ამიტომ წელს ეროვნული გამოცდები ხელახლა ჩააბარა. მარიამი ძალიან მიზანდასახულია. ტექნიკურ უნივერსიტეტში მათემატიკურ ფაკულტეტზეც იმიტომ ჩააბარა, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტისთვის მომზადებულიყო. სკოლის პარალელურად დაასრულა პროფესიული კოლეჯი „ოპიზარი“. ტექნოპარკის პროექტში გრანტიც აქვს მოპოვებული. არის მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული. სკოლად მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ვფიქრობ, სკოლიდან რომ არ დაინტერესებულიყო გარკევული საგნებით, შემდეგ არ გაუჩნდებოდა მათზე სწავლის სურვილი. მის წარმატებაში დიდია ოჯახის წვლილიც, რომელიც მას ყველანაირად მხარში ედგა. მარიამმა დაისახა მიზნად 100%-იანი გრანტის მიღება და მიაღწია კიდეც მიზანს“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება