სიახლეები
სამასწავლებლო

„პირველკლასელებს ახალი კომპიუტერები გადაეცემათ...“ - როგორ ემზადებიან ახალი სასწავლო წლისთვის სკოლის დირექტორები
12-08-2019
-
+


2019 წლის 16 სექტემბრიდან საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. რამდენი პირველკლასელი ეყოლებათ და მათთვის რა  სიახლეებს გეგმავენ სკოლები, ამის გასარკვევად etaloni.ge- სკოლის დირექტორებსესაუბრა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის გურძემის საჯარო სკოლის დირექტორი ჯამბულ ცაგურია: „ახალი სასწავლო წლიდან ველოდებით 6 პირველკლასელს. ძირითადი სიახლე ის არის, რომ მათ ახალი კომპიუტერები გადაეცემათ. ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე სამახსოვრო საჩუქრები გადავცეთ. ეს შეიძლება იყოს ზღაპრებისა თუ მოთხრობების წიგნები, რათა ბავშვებს გაახსენდეთ, რომ პირველ კლასში მიიღეს ეს საჩუქრები. სასწავლო წლის დასაწყისში, როგორც ყოველთვის,  გვექნება დახვედრის ღონისძიება.“

ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ხარშილაძე: „ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში 100 პირველკლასელი გვეყოლება, ოთხ პარალელურ კლასში. რეგისტრაცია როდესაც დაიწყო, ნახევარ საათში ადგილები აღარ იყო. მოთხოვნა დიდია. შეიძლება ადგილების დამატებაც მოგვიწიოს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს განცხადებით.

ახალ სასაწავლო წელს პირველკლასელების ყოველთვის კარგი ღონისძიებებითა და სიახლეებით ვხვდებით.  ვულამაზებთ ინტერერს და ვცდილობთ მივიღოთ ისე, რომ ბავშვებს სწავლის სურვილი გავუღვივოთ და სკოლა შევაყვაროთ.“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბახტურიძე: „წელს ველოდებით 28 პირველკლასელს. სექტემბრიდან სკოლა ახალი სკოლის მოდელში ჩაერთვება და ძალიან ბევრი სიახლე იქნება ამ თვალსაზრისით, რომლებიც, რა თქმა უნდა,  პირველკლასელებსაც შეეხება.

როგორც იცით, პირველკლასელები ბუკებით არიან უზრუნველყოფილნი. ჩვენ არა მხოლოდ სასწავლო პერიდოში, არამედ არასასწავლო პერიოდშიც ვგეგმავთ ხოლმე მათთვის და მათი მშობლებისათვის რამდენიმედღიან ტრენინგებს ბუკის მოხმარებასთან დაკავშირებით“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია: „სულ 6 პირველკლასელი გვეყოლება. უკვე რამდენიმე წელია ასეთი ნაკადი არ გვყოლია. ძირითადად, სულ იყო 2-3 პირველკლასელი და წელს ექვსნიიქნებიან.

ჩვენს სკოლაში ახლა რემონტი მიმდინარეობს. შარშან სამუშაოები ვერ დასრულდა,  და წელს გაგრძელდა. სამწუხაროდ, ახალი სასწავლო წლისთვის  სკოლის მეორე სართულის რემონტის  დასრულება ვერ ხერხდება, თუმცა პირველკლასელებს გარემონტებული ოთახი ექნებათ. ველოდებით ახალ ინვენტარს. რამდენიმე სახელმძღვანელოების დამხმარე ანბანი შევიძინეთ, ასევე რიცხვები. მოკლედ,  ასე ველოდებით ბავშვებს.“

მარნეულის  მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის დირექტორი რუსლან ბოლქვაძე: ჩვენს სკოლაში, სავარაუდოდ,  სულ 4 პირველკლასელი ისწავლის. ამ ეტაპისთვის დარეგისტრირებულია ერთი პირველკლასელი. კიდევ 3 აზერბაიჯანელი პირველკლასელი უნდა დარეგისტრირდეს.  მათ ძალიან დააგვიანეს რეგისტრაციის გავლა და ახლა საშეღავათო პერიოდს ელოდებიან.“

თბილისის N108-ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია მღვდელიძე: „წელს 150 პირველკლასელი გვყავს. ჩვენი სკოლა 10 საუკეთესო, ყველაზე მოთხოვნად სკოლათა სიაშია. 6 პირველი კლასი გაიხსნება და სიხალე ის იქნება, რომ პირველკლასელებს სრულად რეაბილიტირებული სკოლა ექნებათ.

ჩვენთან დიდი პრობლემა იყო მოსწავლეთა დიდი რაოდენობა. სკოლის ერთი ფლიგელი გაუქმებული იყო, ამიტომ მოსწავლეთა რაოდენობა მეტი იყო და საკლასო ოთახების რაოდენობა ნაკლები. ახლა გაუქმებული ფლიგელის აღდგენაც ხდება.

ჩვენთან სწავლება, ძირითადად, ინტერაქტიული მეთოდებით მიმდინარეობს როგორც დაწყებით, ასევე მაღალ კლასებში.  დაწყებით კლასებში თამაში და სწავლის ელემენტები  შერწყმულია ერთამენთთან.

ფაქტობროივად, მთელს სკოლაში ხელმისაწვდომია ინტერნეტი. აქამდეც იყო და ახლა კიდევ უფრო მეტად იქნება. სკოლის თანხით ვაპირებთ ჭკვიანი დაფის  შეძენას. ვფიქრობთ, ასე კიდევ უფრო გაძლიერდება სწავლა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია რეხვიაშვილი: „წელს სკოლაში ოთხი პირველკლასელი მეყოლება. ძალიან ცოტა სხვა წლებთან შედარებით.

პირველკალსელებს გარემონტებული სკოლა დახვდებათ. 16 სექტემბრისთვის, სასწავლო წლის დაწყებისას, დაგეგმილი გვაქვს დიდი ღონისძიება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მაზერის საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ხორგუანი: „5 პირველკლასელია დარეგისტრირებული წელს. პირველკლასელების მიღებისთვის ყოველ წელს ვაკეთებთ საზეიმო დახვედრას და ასე იქნება წელსაც.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ადამია: „წელს გვეყოლება 7 პირველკლასელი. ძირითადი სიახლეები გვაქვს ინფრასტრუქტურულად. ვიზუალურად მოვუწესრიგებთ კლასებს და ჩავრთავთ ღონისძიებებში. გვექნება წამახალისებელი საჩუქრები და გადავცემთ სერთიფიკატებს. პატარა სკოლა გვაქვს და პატარ-პატარა აქტივობებიც გვქნება.

პირველკლასელებს დავახვედრებთ მოწესრიგებულ გარემოს და კარგ პედაგოგებს.

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე: „25 პირველკლასელი გვეყოლება წელს სკოლაში. ყველა კლასში ვერ ვახერხებთ, თუმცა პირველკლასელებისთვის მათ კლასში ვაკეთებთ რემონტს, რათა პატარებს კარგი გარემო დახვდეთ.

სასწავლო წლის პირველ დღეს მათთვის ღონისძიებასაც გავმართავთ.  წინასწარ აქვთ ინფორმაცია ღონისძიებაზე და ემზადებიან.


2019-2020
სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 51 ათასზე მეტმა პირველკლასელმა გაიარა, საიდანაც 46 ათასზე მეტი საჯარო სკოლაში დარეგისტრირდა.

ყველაზე მეტი, 275 პირველკლასელი რეგისტრირებულია თბილისის N192 საჯარო სკოლაში. მოცემული მომენტისთვის კი 112 საჯარო სკოლაში პირველკლასელები საერთოდ არ არიან რეგისტრირებულნი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება