| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნოემბერში მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე რეგისტრაციის საშუალება შესაძლოა იმ პირებსაც მიეცეთ, ვინც ზაფხულში გამოცდებზე არ გასულა.
მიუხედავად იმისა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ნოემბერში გამოცდაზე გასვლის შანსი მხოლოდ იმ აპლიკანტებს უნდა მიეცეთ, ვინც ზაფხულის გამოცდას წარუმატებლად ჩააბარებს, რეგისტრაციის გამოცხადებამდე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები სიახლეებს უნდა ელოდონ.
Etaloni.ge-ს კითხვაზე შეეძლებათ თუ არა ნოემბერში დაგეგმილ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე რეგისტრაცია იმ აპლიკანტებს, რომლებსაც გამოცდებში მონაწილეობა ზაფხულში ჩატარებულ გამოცდებზე არ მიუღიათ? - მასწავლებლის სახლში გვპასუხობენ, რომ სავარაუდოდ შეეძლებათ.
„სავარაუდოდ, შეეძლებათ. როცა რეგისტრაცია გამოცხადდება მაშინ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება“, - აცხადებენ მასწავლებლის სახლში.
იხილეთ ასევე: პრაქტიკოს პედაგოგებს, გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, უფასო ტრენინგებს შესთავაზებენ
პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2019 წლის ბოლომდე სტატუსს ვერ აიმაღლებენ, დროებით ხელშეკრულებას გაუფორმებენ
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა