სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში მათემატიკაში თემაზე - „ტრიგონემეტრიული ფუნქციების გრაფიკები“ საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
20-05-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლის XI კლასში მათემატიკაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა იყო - „ტრიგონემეტრიული ფუნქციების გრაფიკები“. 

სასწავლო პროცესს მათემატიკის პედაგოგი ხეირ ხალილოვი ხელმძღვანელობდა.

გამოცდილების გაზიარების მიზნით გაკვეთილს სხვადასხვა საგნის პედაგოგები დაესწრნენ.

„გაკვეთილზე იყო ერთი მეტად საინტერესო გარემოება, რომელმაც მოგვხიბლა: საგაკვეთილო პროცესში პერიოდული ქართული ელემენტების ჩართვა, რომელმაც თვალსაჩინო გახადა ცოდნის აგების პროცესი. დიაგრამები მოსწავლეებს აახსნევინა
ნაწილობრივ ქართულად, ნაწილობრივ აზერბაიჯანულად და აძლევდა საშუალებას შეესწორებინათ ერთმანეთის აზრი, გაეზიარებინათ შეხედულებები.მოსწავლეები გამოდიოდნენ დაფასთან, წერდნენ მაგალითებს, ხსნიდნენ, არჩევდნენ შედეგებამდე მისაღწევ გზებს. ჩანდა პედაგოგის კომპეტენცია, დაუღალავი შრომა, ენერგია, თეორიული ცოდნა, რომელსაც ყოველ წუთს აფრქვევდა მოსწავლეებთან. ეს იყო ცოცხალი ბუნებრივი გაკვეთილი, რომელზეც მიღებული ცოდნა დიდხანს გაჰყვებათ მოსწავლეებს, მოახდენენ მიღეული ცოდნის ტრანსფერს და განახორციელებენ პრაქტიკულად. საგაკვეთილო პროცესში შეძენილი უნარები გამოადგებათ ურთულესი პროლემების გადასაჭრელად, ექნებათ პასუხისმგებლობის გრძნობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების და ღირებულეის მიმართ, რაც დაეხმარება მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება