სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ჩატარდა
06-05-2019
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გეოგრაფიის პედაგოგმა მეგი ბიბზიბაძემ შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება ჩაატარა, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ის საფრთხეები, რომელიც მოსალოდნელია დედამიწაზე, თუ მეტი ყურადღებითა და მზრუნველობით არ მოვეკიდებით სხვადასხვა ხასიათის პრობლემებს. ღონისძიება ფილმით „გადავარჩინოთ პლანეტა“ დასრულდა. 

მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული ინგლისურის გაკვეთილი მე-7 კლასში (პედაგოგი: იულია კუხალაშვილი), სადაც მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოამზადეს ნახატები, პოსტერები, ნახეს ანიმაციური ფილმი და იმუშავეს გაზეთზე.

„დღის ბოლოს სკოლის მოსწავლეებმა ყველა ის ნატვრა თუ სურვილი, რომელიც დილიდან გროვდებოდა ფერად ბარათებზე, საჰაერო ბურთებზე დაამაგრეს, ზეცაში აუშვეს და მუსიკის ფონზე დედამიწაზე მშვიდობას უმღერეს. სკოლის დირექტორი მადლობას უხდის  იდეის ავტორს, ციცინო დადუნაშვილს და ყველა მოსწავლეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება