სიახლეები
სამასწავლებლო

სურთ თუ არა ახალგაზრდებს მასწავლებლად მუშაობის დაწყება - დირექტორების შეფასებები
28-03-2019
-
+


ბოლო დროს სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვაზე ხშირად საუბრობენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. მათ ამ მიზნით კონკრეტული გეგმებიც აქვთ, რომელსაც მაისის თვეში დეტალურად გააცნობენ საზოგადოებას. 

მანამდე კი Etaloni.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ ამ საკითხზე სკოლების დირექტორები, რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლაში ახალგაზრდა კადრები და რამდენად დიდია დაინტერესება მათი მხრიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობასთან დაკავშირებით:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ბრძოლვერდ ჟორჟოლიანი:

„ჩვენს სკოლაში ბევრი ახალგაზრდა პედაგოგი გვყავს, რომლებთანაც განსაკუთრებით მეგობრობენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო გოთუა:

„ვფიქრობ, აუცილებელიც კი არის, ახალგაზრდა, ენერგიული და საქმის მცოდნე პედაგოგი იყოს სკოლაში. ჩვენთანაც არიან და მე ნამდვილად მივესალმები ახალგაზრდა კადრებს სკოლაში, რომლებთანაც ბავშვები განსაკუთრებით ადვილად ურთიერთობენ“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ბიბილური:

„ახალგაზრდა პედაგოგი სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს სკოლაში არიან ძალიან მოტივირებული, პროგრესული ახალგაზრდა პედაგოგები, რომლებიც მუდმივად სიახლეს ეძებენ. ცდილობენ, ბავშვებს მისცენ მეტი მოტივაცია, დაესწრონ სხვადასხვა ტრენინგებს და გაიზარდონ პროფესიულად“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მთვარელიძე:

„ზოგადად, დაინტერესება ძალიან მაღალია. თუმცა, ხშირად ხდება ისე, რომ ახალგაზრდა პედაგოგები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, ვერ ვახერხებთ მივიღოთ ისინი სკოლაში. მიმაჩნია, რომ მთავარი არის კვალიფიკაცია, საქმისადმი ინტერესი და პროფესიონალიზმი. მყავს სკოლაში ასაკოვანი პედაგოგები, რომლებიც არიან საუკეთესოები და საქმის ნამდვილი პროფესიონალები. რისი თქმაც, შესაძლებელია ვერ მოვახერხოთ ახალგაზრდა პედაგოგზე, რომელსაც, ჩემი აზრით, შეიძლება არ ჰყოფნიდეს განათლება და გამოცდილება“.

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის დირექტორი კარინე ნაჰატაკიანი:

„ჩვენ ვცდილობთ, გვყავდეს ახალგაზრდა პედაგოგები. ვაძლევთ მათ შანსს მეტი სიახლე შემოიტანონ სკოლაში. ისინი მეტად პერსპექტიულები არიან“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე:

„სიმართლე გითხრათ, ახალგაზრდები ამ პროფესიის მიმართ დაინტერესებას ძალიან ნაკლებად ამჟღავნებენ. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა პედაგოგები, მაგრამ ძალიან ცოტა. არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ საქართველოს მასშტაბით პედაგოგები ძირითადად 40 წლის ზემოთ არიან. არადა, ახალგაზრდა პედაგოგი ყველა სკოლისთვის აუცილებელია. მისი ახლებური ხედვა, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა და თუნდაც ის განსაკუთრებული უნარები და ენერგია, რაც მას გააჩნია ყველა სკოლას სჭირდება“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ აფხაზავა:

„გვყავს ახალგაზრდა პედაგოგები და მათი მხრიდანაც დაინტერესება ნამდვილად არის. ახალგაზრდა პედაგოგს რაღაც ახალი მოაქვს სკოლაში. ის საინტერესოა მოსწავლეებისთვის და ადვილად ამყარებს კომუნიკაციას მათთან“.

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის დირექტორი მადონა მუმლაძე:

„სკოლაში ახალგაზრდა პედაგოგები არ გვყავს, რადგან ამის საჭიროება და საშუალება არ ყოფილა, რადგან გვყავს ძალიან ბევრი კარგი ძველი კადრი სკოლაში. თუმცა, გვყავს პრაქტიკანტები, რომლებიც ჩვენს სკოლასთან თანამშრომლობენ და მათ სამომავლოდ მასწავლებლობა უნდათ. სკოლაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ორგანიზაციაში, აუცილებელია ახალგაზრდა კადრები, რადგან ისინი ასაკობრივად ახლოს არიან იმ თაობასთან, რომელსაც ჩვენს ვზრდით და კომუნიკაციის პრობლემა ამ შემთხვევაში მეტად არის მოგვარებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალგაზრდები მეტ სიახლეს შემოიტანენ სკოლაში“.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ბიჭოლაშვილი:

„ამ ეტაპისთვის ჩვენს სკოლაში ახალგაზრდა პედაგოგები ნაკლებად გვყავს. არც ვაკანსიები გვყავს ჯერ- ჯერობით. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდებში ინტერესი ბოლო პერიოდში ნამდვილად გაიზარდა. მათ აქვთ სურვილი სკოლაში მუშაობის, მიუხედავად იმის, რომ ხელფასი არც ისე მაღალია. ვფიქრობ, აუცილებელია ახალგაზრდა კადრები სკოლაში“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ჯანიბეგაშვილი:

„ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ არ გვყავს ახალგაზრდა პედაგოგები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სკოლისთვის. ისინი მეტი ენთუზიაზმით, მეტი ენერგიით ახერხებენ ბავშვებთან მუშაობას. მართალია ჩვენი პედაგოგები გადიან გადამზადებებს, სწავლობენ სიახლეებს თუმცა ახალგაზრდა პედაგოგებმა მაინც ახალი მიდგომებით მუშაობა იციან. ახალი სისხლი აუცილებელია, მით უმეტეს სკოლაში. დაწყებით კლასებში გვყავს მხოლოდ ერთი ახალგაზრდა პედაგოგი. ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს ასაკობრივ ჯგუფს, ვისთანაც უნდა იმუშაოს ახალგაზრდამ, სკოლაში ნებისმიერის ასაკის მოსწავლისთვის ინოვაციები აუცილებელია“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ქვაჩაკიძე:

„მოთხოვნა ახალგაზრდების მხრიდან, სკოლაში მუშაობასთან დაკავშირებით ცხადია არის. ჩვენც მივესალმებით ახალგაზრდა პედაგოგების მიღებას, თუმცა ხშირად ხდება, რომ არ არსებობს ადგილები, სადაც შეგვიძლია ისინი დავასაქმოთ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა პედაგოგები სკოლაში აუცილებელია. აქვე აუცილებელია არსებობდეს თანაფარდობა. სკოლაში უნდა იყვნენ ახალგაზრდა პედაგოგებიც და ასევე ასაკოვნებიც, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ახალგაზრდები კი თავის მხრივ თანამედროვე ხედვას შემოიტანენ და ახალ მეთოდებს დანერგავენ სკოლაში“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება