სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„შვილები სახლშიც კი მასწავლებელოთი მომმართავენ“ - როგორია მრავალშილიანი პედაგოგების ცხოვრება შინ და სკოლაში
21-02-2019
-
+


Etaloni.ge მრავალშვილიანი პედაგოგების დედობრივი და პროფესიული ისტორიების მოყოლას კვლავაც აგრძელებს...

გვსურს, გაგაცნოთ მასწავლებლები, რომლებიც ორივე სფეროში წარმატებულები და მისაბაძები არიან:

შუშანიკა თოლორაია 4 შვილის დედა და წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. ამბობს, რომ ყველა მოსწავლე მისი შვილი, შვილები კი ჩვეულებრივი მოსწავლეები არიან კლასში:

„როდესაც კარგი და წარმატებული შვილები გყავს, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. მრავალშვილიან ოჯახში დიდი სიყვარული, სიხარული, ზრუნვა და ჰარმონიაა. ყველამ უნდა გამოსცადოს ეს გრძნობა. სწორედ ბავშვების სიყვარულით გავხდი პედაგოგიც. უფროს შვილებს ვასწავლიდი, მაგრამ საკლასო ოთახში მე მათი დედა არ ვიყავი, სკოლაში შეჩვეულს სახლშიც კი მასწავლებელოთი მომმართავდნენ. მათთან უფრო მომთხოვნი ვიყავი, თან ვფიქრობდი, ხომ არ ვჩრდილავდი ჩემი მიდგომებით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სიმკაცრით არაფერი დაკლებია მათ ცოდნას და კლასშიც ყოველთვის სამართლიანობა იგრძნობოდა.“

toloraia.jpg

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი კოდის საჯარო სკოლაში ხელოვნებას 5 შვილის დედა ინდიანა დალაქიშვილი ასწავლის. 3 ვაჟისა და 2 გოგოს პატრონსა და მრავალწლიანი გამოცდილების პედაგოგს, ბუნებრივია, ბავშვები ძალიან უყვარს:

„ბავშვები ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ერთ-ერთი ფაქტორი პედაგოგიკის არჩევისა სწორედ ეს იყო. ამავე ზრუნვითა და სიყვარულით გავაჩინე 5 შვილიც, ახლა ისინი უკვე დიდები არიან. ისე მენატრება ხოლმე მათი პატარაობა, რომ ვიხსენებ როგორ თამაშობდნენ, მეცადინეობდნენ და ცელქობდნენ ერთად... და ახლა გაზრდილებსა და წარმატებულებს რომ ვხედავ, რა უნდა იყოს ამაზე დიდი სიხარული. მიუხედავად მრავალწლიანი მუშაობისა, სკოლაში მათი მასწავლებელი არასდროს ვყოფილვარ. დღეს ისევ მახარებს ახალგაზრდებთან მუშაობა და ახლა ყოველდღიურად სხვისი შვილების განათლებაზე ვზრუნავ.“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას 4 შვილის დედა ნინო გვენეტაძე ასწავლის. 3 გოგო და 1 ბიჭი ჰყავს, ამბობს, რომ საღამოობით მისი სამუშაო სკოლიდან სახლში და მერე ისევ უკან სიამოვნებით გრძელდება:

„უფროსი 6 წლისაა, პატარა 1-ის. შუათანები ტყუპები არიან. ბავშვებს შორის მცირე სხვაობაა, ამდენად იყო ეჭვიანობის მომენტები, ჩემ თავს ვერ იყოფდნენ. ბედნიერებაა, როდესაც ვუყურებ როგორ თამაშობენ ერთად, იზრდებიან, მუდმივად რაღაც ახალს სწავლობენ. დიდ ოჯახში მეტი სითბო, სიყვარული და მზრუნველობაა. ბავშვები მაბედნიერებენ. დღისით სკოლა, საღამოს კი სამსახური ინაცვლებს სახლში. სამსახური, რასაც მომავალ თაობაზე ზრუნვა, მათ განათლებაზე და პიროვნებებად ჩამოყალიბებაზე ფიქრი ჰქვია. სამსახური, რომელიც ყველაფერზე მეტად მიყვარს.“

nino gvenetadze.jpg

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი 4 შვილის დედა ეკა რურუაა. ამბობს, რომ ბევრი შვილი დიდი ძალა და ბედნიერებაა:

„დიდ სიყვარულსა და მზრუნველობაში ცხოვრობენ მრავალშვილიანი ოჯახები, ასეა ჩვენთანაც. 2 გოგო და 2 ბიჭი მყავს, ისინი არიან ყველაზე დიდი იმედი და ბედნიერება. ძალიან მეხმარებიან თავისუფალ დროს, ამეცადინებენ და ეთამაშებიან ერთმანეთს. მათ სკოლაშიც ვასწავლი, მაგრამ გაკვეთილზე შვილებად არ აღვიქვავ, იქ ისეთივე მოსწავლეები არიან, როგორც ყველა სხვა დანარჩენი და მათაც იგივე მოეთხოვებათ, თუ უფრო მეტი არა...“

4 შვილის დედა ელისო ლეშკაშელი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის, მრავალი წელია ორ უმნიშვნელოვანეს საქმეს წარმატებით უძღვება და ახლა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

„2 გოგო და 2 ბიჭი მყავს. უფროსებს უფრო მკაცრად ვზრდიდი, პატარას კი მთელი ოჯახი ვათამამებთ. ბავშვები ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე, თამაშობენ, მეცადინეობენ და მეხმარებიან. რაც შეეხება სკოლაში მათ მასწავლებლად ყოფნას, ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს. გაკვეთილზე ყველა მოსწავლე თანაბარია ჩემთვის და თითოეულზე ვანაწილებ სიყვარულსა და ყურადღებას.“ 

eliso.jpg


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება