სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო, ინტერვიუ

„სკოლასა და სახლში ბავშვები მაბედნიერებენ“ - გაიცანით მასწავლებლები, რომლებიც ბევრი შვილით არიან მდიდარნი
07-02-2019
-
+


Etaloni.ge მრავალშვილიანი პედაგოგების შესახებ თხობას დიდი სიამაყით განაგრძობს...

ჩვენ მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებიც ორ უმნიშვნელოვანეს პროფესიას, დედობასა და მასწავლებლობას, დიდი სიყვარულითა და წარმატებით უძღვებიან: 

თბილისის N127 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნინო ლათიბაშვილი 4 ბიჭის დედაა. ამბობს, რომ ბავშვები ძალიან უყვარს და ამიტომაც, სახლსა თუ სკოლაში მათ გარემოცვაში ბედნიერად გრძნობს თავს:

„უფროსი ბიჭი მეორე კურსის სტუდენტია, შუათანა 13 წლისაა, უმცროსები 3 წლის ტყუპები მყავს. მე თვითონ დედისერთა ვარ და ყოველთვის მინდოდა, მყოლოდა და-ძმა, თანაც ძალიან მიყვარს ბავშვები და ვოცნებობდი, ბევრი შვილი მყოლოდა. მინდოდა, ის დედმამიშვილური სითბო და სიყვარული რაც მე მაკლდა, ჩემს შვილებს ჰქონოდათ. თანაც, უფროსი ბიჭები პატარების აღზრდაში ძალიან მეხმარებიან. ყველაგან ბავშვები არიან ჩემ ირგვლივ, სკოლაში თუ სახლში, ეს მაბედნიერებს.“

11.jpg

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მათემატიკას 4 შვილის დედა ლილი ჯორთმენაძე ასწავლის, უკვე 40 წელია, რაც პედაგოგია და შვილებთან ერთად განვლილ პროფესიულ გზას სიამაყით იხსენებს:

„ჩემი შვილები უკვე დიდები არიან, 2 გოგო მყავს და 2 ბიჭი. ბედნიერებაა მრავალშვილიანი დედობა, მე თვითონ მხოლოდ ერთი ძმა მყავდა და ყოველთვის მინდოდა ბევრი დედმამიშვილი გავზრდილიყავით ერთად, ალბათ, ამიტომ გავაჩინე 4 შვილი. მინდოდა, ერთმანეთი ძალიან ყვარებოდათ და ერთ მუშტად შეკრულები ყოფილიყვნენ. მახსოვს, როგორ მეხმარებოდნენ პატარა ხელებით საშინაო საქმეებსა თუ ერთმანეთის გაზრდაში. სახლში მათი დედა ვიყავი, სკოლაში კი- მასწავლებელი. საკმაოდ მკაცრად ვზრდიდით ბავშვებს ადრე, მათთან უფრო მომთხოვნი ვიყავი, ვიდრე სხვა მოსწავლეებთან.“ 

lili2.jpg

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგი თამარ ჟორჟოლიანი 4 გოგოს დედაა და ახლა მეხუთე შვილს, ამჯერად, ბიჭს ელოდება:

„ტოლერანტობა, სიყვარული, ჯანსაღი კომუნიკაცია, თანადგომა, მეგობრობა- ამ ყოველივეთი მრავალშვილიანი ოჯახი ძალიან მდიდარია. თავად დედისერთა ვარ და ყოველთვის განვიცდიდი ამ ფაქტს. ჩემი შვილები ბევრ რამეს სწავლობენ ერთმანეთისგან, პირველ რიგში, ზრუნვას, გაყოფას. მათ სკოლაშიც ვასწავლი და მომმართავენ ისე, როგორც ყველა სხვა მასწავლებელს. მე უფრო მომთხოვნი ვარ მათთან, კლასში შვილების გამოყოფა მიუღებელია.“

tamari jorj.jpg

თეა რაზმაძე 4 შვილის დედა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია. ამბობს, რომ ბავშვები დიდი სიმდიდრე და ძალაა:

„2 გოგო მყავს და 2 ბიჭი. უფროსი 20 წლისაა, პატარა 3-ის. არ ვიცი რამდენად მოვასწრებდი საშინაო და სასკოლო საქმეებს, ერთმანეთის აღზრდაში ძალიან რომ არ მეხმარებოდნენ. მოსიყვარულე და მზრუნველი ბავშვები არიან. დედობის გარდა მათი მასწავლებელიც ვარ და სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, შვილების შემეცნება ჩემი კოლეგებისთვის მიმენდო, რადგან მიწევს, რომ გაკვეთილზე მათთან უფრო მომთხოვნი ვიყო და მგონია, რომ სიმკაცრით მათ ვზღუდავ.“

tea.jpg

 

კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში 4 გოგოს დედა  ჯღაკუ კვარაცხელია 43 წელია, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის:

„ამბობენ, 4 შვილი მართლა შვილიაო. პატარაობაში, რა თქმა უნდა, სირთულეები იყო, მაგრამ ახლა გაზრდილებს და შემდგარ პიროვნებებს რომ ვუყურებ სიამაყითა და ბედნიერებით ვივსები. ძალიან მეხმარებოდნენ ერთმანეთის მოვლაში. მათი მასწავლებელიც ვიყავი და ერთადერთი ოთხიანი რაშიც ეწერათ, ჩემი საგანი იყო. ეს იმიტომ, რომ მოსწავლეთა მიმართ მართალი ვყოფილიყავი. ამით შვილებისთვის არაფერი დამიკლია, არც მათი ცოდნისთვის...“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პირველი, ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება“ - NAEC-ის ხელმძღვანელი ვადას ასახელებს

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კლუბს სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი სოფია შენგელია უხელმძღვანელებს

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება