სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო, ინტერვიუ

ათასი ბავშვის მშობლები შინ და გარეთ - გაიცანით საამაყო მრავალშვილიანი მასწავლებლები
22-01-2019
-
+


მშობლიური სიყვარულით დახუნძლული საკლასო ოთახიდან დღის ბოლოს გამოდიან და სახლისაკენ აჩქარებული ნაბიჯებით მიუყვებიან გზას...

Etaloni.ge გამორჩეულ პედაგოგებზე მოგიყვებათ... გამორჩეულებზე, რადგან სკოლაში ათასი ბავშვის მშობლებს, შინ შვილების მრავალრიცხოვანი არმია ელოდებათ და ასე, სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან შინისაკენ მიმავალ გზაზე უშრეტია მათი ენერგია, ზრუნვა და სიყვარული განათლებული ახალი თაობის მიმართ…

ერთ-ერთი წარმატებული მრავალშვილიანი პედაგოგი მარიამ გელხაური-ილურიძეა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. ცდილობს მასწავლებლობა ოთხი შვილის დედის სტატუსს ღირსეულად შეუთავსოს. თვლის, რომ ბევრი დედმამიშვილი როგორც მშობლების, ისე ბავშვებისთვის, დიდი სიმდიდრე და ძალაა.

მისი გოგონები 18 და 16 წლისანი არიან. ბიჭები - 8 და 1 წლის. ისინი სიყვარულითა და ზრუნვით გაიზარდნენ და ერთმანეთზეც დიდი ამაგი აქვთ.

რაც შეეხება „დედა მასწავლებლად“, თვლის, რომ თავისებურად უჩვეულო და საპასუხისმგებლო საკითხია:

„წელს პირველად მომიწია ჩემი შვილის კლასში შესვლა. ეს კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლოა როგორც ჩემთვის, ასევე მისთვის. შვილთან განსაკუთრებით მკაცრი და მომთხოვნი ვარ. თუმცა, ეს ფაქტი მასზე დადებითად მოქმედებს. ვგულისხმობ, სწავლის ხარისხს, მეტი აქვს მოტივაცია და მონდომებულია, რომ გამახაროს და ყოველთვის მომზადებული იყოს."

შვიდი შვილის დედა თამარ იაგანაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგია. მისთვის შვილებზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. ამბობს, რომ ისინი ყოველთვის ეხმარებიან ნებისმიერი სირთულის დაძლევაში:

„სკოლაში 1977 წლიდან ვმუშაობ. წლების მანძილზე მომიწია ჩემი შვილების პედაგოგიც ვყოფილიყავი. დღეს ისინი უკვე დიდები არიან. ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე მათ რაიმე პრივილეგიებით უსარგებლიათ იმის გამო, რომ პედაგოგის შვილები იყვნენ. ყველა მოსწავლე შვილივით მიყვარს და არასდროს განმისხვავებია ისინი ერთმანეთისგან.

გადატვირთული გრაფიკის პატრონს, უფროსი შვილები ძალიან მეხმარებოდნენ უმცროსების აღზრდაში. იმ დროს დენი არ იყო და მახსოვს, უფროსი პატარებს სანთლის შუქზე უკითხავდა „ვეფხისტყაოსანს“...

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ წლების წინ ჩემი უფროსი ბიჭი „ეტალონის“ ინტელექტ- ჩემპიონატში საკმაოდ დიდი წარმატებით მონაწილეობდა და ასე, საკუთარი შრომით, თითოეულმა შეძლო მიეღო კარგი განათლება და დამოუკიდებლად გაეკვალა გზა.

გისურვებთ, რომ ბევრი შვილი გყავდეთ, ეს ძალიან დიდი სიმდიდრე და იმედია.“

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარინე რაინაული 5 შვილის დედაა. ის Etaloni.ge-ს ერთგულ მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

„მახსოვს, თავიდან ძალიან გამიჭირდა ჩემს პირველ შვილთან გაკვეთილზე შესვლა. მაგრამ მერე გადავლახე ეს სირთულე და ვიტვირთე გაასმაგებული პასუხისმგებლობა. 11 წელია სკოლაში ვასწავლი და ვცდილობ, რომ ყველა ბავშვს თანაბრად მივუდგე, არა მხოლოდ ჩემი შვილისთვის ვიყო დედასავით, არამედ მისი თანაკლასელებისთვისაც. 

მოსწავლეებთან ურთიერთობაში ისიც მეხმარება, რომ შვილების მაგალითზე კარგად ვიცი ამ ასაკის ბავშვების აზრი და დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხზე...

უფროსი შვილი 23 წლისაა, ყველაზე პატარა - თერთმეტის. ყოველთვის ვცდილობდი, ბავშვები საშინაო საქმეებით არ დამეტვირთა, ჩემთვის პრიორიტეტი იყო მათი განათლება. ვფიქრობ, ბევრი შვილი ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც შეიძლება გაგაჩნდეს ადამიანს...“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება