სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საკუთარი შემოქმედების პრეზენტაციები ჩაატარეს
15-01-2019
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს.

სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას ზამთრის თემატიკაზე შექმნილი საკუთარი ნამუშევრები და საკუთარი შემოქმედების - ლექსების, გამონათქვამებისა და საინტერესო ამბების პრეზენტაციები წარუდგინეს. მოსწავლეები ნამუშევრებს ერთი თვის განმავლობაში ქმნიდნენ. 

ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და სკოლის ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ. 

„ღონისძიების განსაკუთრებულობა მდგომაროებს იმაში, რომ თავად მოსწავლეების შემოქმედებით არის განხორციელებული. „თქვენ, ფაქტობრივად, საკუთარი ღონისძიება წარმოადგინეთ ეს მარტივი საქმე არ არის“ - ამ სიტყვებით დაასრულა მოსწავლეთა შექება სკოლის სასწავლო ნაწილმა. და ეს მართლაც ასეა. მთლიანი ღონისძიება, რომელიც 50 წუთი გრძელდებოდა იმიტომაც იყო საინტერესო, რომ თითოეული მონაწილის საკუთარი ფიქრებისა და ემოციების გაერთიანებით იყო შექმნილი. მე, როგორც კლასის დამრიგებელი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ როცა მოსწავლეს საშუალებას ვაძლევთ მისი წვლილი იყოს მეტი რაიმეს შექმნაში, მისი პასუხისმგებლობა, ინტერესი, ჩართულობა და მონდომება ერთი-ორად იზრდება. ჩვენ, მასწავლებლები, არ უნდა ჩავრჩეთ წარსულში და დღევანდელ თაობას არ უნდა მოვახვიოთ თავს წლების წინ შექმნილი სცენარები, არამედ, დავამსხვრიოთ ეს ჩარჩოები და მეტად მოქნილი და მხიარული სანახაობები შევქმნათ, რომელშიც პრიორიტეტი იქნება მოსწავლეთა ბედნიერება და არა დაძაბულობა, უზარმაზარ ტექსტს სხაპასხუპით იტყვის თუ შეეშლება. მივცეთ მოსწავლეებს საშუალება, მეტად გონებამახვილ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და ვუბიძგოთ, რომ თავად იყვნენ შემქმნელები“,- აღნიშნავს კლასის დამრიგებელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება