სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

ფილმები, რომლებიც 2019 წელს აუცილებლად უნდა ნახოთ
09-01-2019
-
+


2019 წელს ბევრი საინტერესო, სახალისო და მოულოდნელი ფილმის გამოსვლაა დაანონსებული. ზოგი ფილმის ტრეილერი ჯერ გავრცელებულიც არაა, თუმცა მათზე კინომანები მთელი წლის მანძილზე საუბრობდნენ და გამოსვლის თარიღებიც ცნობილია. 

2018 წლის შემდეგ, რომელმაც კინოსამყაროს შეიძლება ითქვას, რომ ღირებული ვერაფერი შესძინა, კინოს მოყვარულები სწორედ ამ ფილმებზე ამყარებენ იმედებს. 

იხილეთ 2019 წლის ფილმების ტრეილერები, რომლებიც წელს აუცილებლად უნდა ვნახოთ... 

1. „ჯოკერი“, პრემიერა - 4 ოქტომბერი 

ფილმში ყველასთვის ცნობილი ბოროტმოქმედის, ჯოკერის როლში ყველასთვის საყვარელი და ნიჭიერი მსახიობი ხოაკინ ფენიქსი გვევლინება. რთულია, ჯეკ ნიკოლსონისა და ჰიტ ლეჯერის შემდეგ ეს კინოროლი ახლებურად მოირგო, თუმცა ფენიქსის ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს და სწორედ მის გარდასახვას ელოდებიან კინომოყვარულები. ფილმის ტრეილერი ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა რეჟისორ ტოდ ფილიპსის ეს ვიდეოც კმარა იმის გასაგებად, თუ რა გველოდება ოქტომბერში.



2. „შუშა“, პრემიერა - 18 იანვარი 

„შუშა“ („Glass“) მ. ნაით შიამალანის ფილმების, „გაუტეხავის“ და „გახლეჩილის“ გაგრძელებაა. ინდური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის ახალ ფილმში კვლავ ვიხილავთ ძველ პერსონაჟებს, სამუელ ელ ჯექსონის, ბრიუს უილისისა და ჯეიმს მაკევოის შესრულებით, რომლებიც ამჯერად ერთ ფილმში ერთიანდებიან. 



3. „Vice“, პრემიერა - 25 იანვარი 

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შესახებ გადაღებული ფილმი არაერთ ცნობილ სახეს აერთიანებს. ფილმში მთავარ როლს კრისტიან ბეილი ასრულებს, ჯორჯ ბუშს კი სემ როკუელი განასახიერებს. ასევე, ფილმში ვიხილავთ სტივ კარელსა და ემი ადამსს. „Vice“-ს რეჟისორი ადამ მაკეია, ხოლო პროდიუსერი კი - ბრედ პიტი. 



4. „შურისმაძიებლები: დასასრული“, პრემიერა - 26 აპრილი

მარველის სტუდიოს ფილმები დიდ წარდგენას არ საჭიროებს, განსაკუთრებით კი ამ ტრეილერის შემდეგ... რა ხდება ტონი სტარკის თავს? 



5. „გამანადგურებელი“, პრემიერა - 25 იანვარი 

კარინ კუსამას ფილმის პრემიერა სექტემბერში ტელურაიდის კინოფესტივალზე შედგა, სადაც კრიტიკოსებმა ნიკოლ კიდმანის საოცარი გარადასხვა შეაქეს. ავსტრალიელი მსახიობი ფილმში პოლიციელ ქალს, ერინ ბერნს განასახიერებს. კრიტიკოსების აზრით, კიდმანი ამ ფილმით ოსაკრის მორიგ ნომინაციასაც გამოჰკრავს ხელს. 



6. „Captain Marvel“, პრემიერა - 8 მარტი 

მარველის კიდევ ერთ ფილმს უნდა ველოდოთ ამ წელს. ქალი კაპიტანი კინოეკრანებს მარტში უბრუნდება. ფილმში მთავარ როლს ისევ ბრი ლარსონი ასრულებს. მის გარდა, ფილმში სემუელ ელ ჯექსონი, ჯუდ ლოუ, ლი პეისი და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. 



7. „ერთხელ ჰოლივუდში“, პრემიერა - 26 ივლისი

კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში როგორც მოსალოდნელი იყო, ნამდვილი „ვარსკვლავთცვენაა“ - ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო, მარგო რობი, დაკოტა ფენინგი და ასე შემდეგ. ფილმის ტრეილერი ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია, რომ ის ჩარლზ მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ იქნება და სიუჟტი 1969 წელს განვითარდება. ეს სწორედ ის წელია, როდესაც მენსონმა თავის მიმდევრებს ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეტევა უბრძანა. მაშინ „მენსონების ოჯახის“ ლიდერის დავალებით სასტიკად მოკლეს სახლის მაცხოვრებლები, მათ შორის რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი, მსახიობი შერონ ტეიტი. 



იხილეთ ასევე: რას უნდა ველოდოთ 2019 წელს Disney-სგან?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება