სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ ვასწავლოთ ბავშვს სწრაფად კითხვა - სასარგებლო სავარჯიშოები
09-01-2019
-
+


ეს მარტივი სავარჯიშოები დაგეხმარებათ პირველი კლასის მოსწავლეს დაეხმაროთ კითხვის უნარის სწრაფად დახვეწაში, ისე რომ მას კითხვა არ შეაჯავროთ.

სახეშეცვლილი ასოები

მოამზადეთ ბარათები მოკლე ლექსებით, ამოცანებითა და ანდაზებით. დაწერეთ ტექსტი მსხვილი შრიფტით, რომ ბავშვისთვის კითხვა მოსახერხებელი იყოს. რამდენიმე ასოს სახე შეუცვალეთ: დახრილი ან განსხვავებული შრიფტით დაწერეთ, სურათებით შეცვალეთ და ა.შ.

შესთავაზეთ ბავშვს წაიკითხოს ტექსტი. გამუდმებით, გაართულეთ დავალება: უფრო მეტი სახეშეცვლილი ასო შეიტანეთ „ნორმალურ“ ტექსტში.

წაშლა

დავალებისთვის გამოგადგებათ მსხვილი შრიფტით დაწერილი ნებისმიერი ტექსტი. მაგალითად, გაზეთის ან ჟურნალის (უკვე წაკითხული, ბავშვისთვის გასაგები ტექსტი), შესაძლებელია სპეციალურად А4 ფორმატზე დაბეჭდვა. დავალება: ასობგერა ა-ს წაშლა ან ბ-ს შეღებვა. ვინიშნავთ დროს - ბავშვი კი ასრულებს. დავალების აზრი არის არა რაც შიძლება ბევრის გადახაზვა არამედ არცერთის გამოტოვება.

თუ ბავშვი დავალებას უმკლავდება შესაძლებელია გართულება: ი გადახაზე ლურჯად, უ მწვანედ, ო გააფერადე იისფრად, ე შემოხაზე და ა.შ. კარგია თუ ხანდახან „იშვიათ“ ასობგერებსაც მივცემთ: ჭ,წ და ა.შ.

დავალების ჩაწერა საჭირო არ არის - ვავარჯიშებთ მახსოვრობას, ბავშვმა დავალება ზეპირად უნდა დაიმახსოვროს.

სიტყვების მარჯვნიდან მარცხნივ კითხვა

ძალიან სასარგებლო სავარჯიშოა კითხვის სწავლების საწყის ეტაპზე. ბავშვი ვარჯიშობს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და არ ცდილობს აზრის გაგებას და სიტყვების მნიშვნელობის დამახსოვრებას.

უკუღმა კითხვა უფრო რთულია, მაგრამ ბავშვისთვის სახალისოა, ისინი სიამოვნებით ვარჯიშობენ და თამაშობენ სიტყვებით.

ერთდროულად კითხვა


ზრდასრულსა და ბავშვს ერთნაირი ტექსტი უდევთ. უფროსი ხმამაღლა გამოთქმით კითხულობს, ბავშვი კი თითით მისდევს. რაღაც მომენტში უნდა სთხოვოთ გაჩვენოთ ის ადგილი, სადაც  ინტონაცია ან კითხვის ტემპი შეიცვალა, სთხოვეთ გარკვეული სიტყვის მოძებნა ან შესთავაზეთ კითხვის გაგრძელება.

ეს დავალება მიმართულია ოპერატიული მახსოვრობის ასამაღლებლად.

ენისგასატეხები

საარტიკულაციო აპარატის მუშაობის გასაუმჯობესებლად კარგია ენისგასატეხები. ასწავლეთ, გაიმეოროს, შეაჯიბრეთ სისწრაფეში და ა.შ. 

მხედველობითი „კარნახი“

ბავშვს ერთი წინადადება მიეცით. იგი მას უყურებს, იმახსოვრებს, შემდეგ კი დამახსოვრებულს წერს. ასეთი დავალებები უნდა მივცეთ რეგულარულად, ეს აუმჯობესებს ოპერატიულ მახსოვრობას. უკვე ერთ თვეში შესამჩნევ შედეგს მიიღებთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება