| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოში მოზარდთა მშობლების უმრავლესობა მიმართავს აღზრდის ავტორიტარულ სტილს, რომელიც მოიცავს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს; მშობლები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე, ნაკლებად - მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე - ასეთია საქართველოში „მოზარდთა მშობლობის და მათი მხარდამჭერი პროგრამების კვლევის“ შედეგები.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის, ღასან ხალილას განცხადებით, მოზარდობის პერიოდი კრიტიკულია ბავშვის განვითარებისათვის და დიდწილად განსაზღვრავს მის შემდგომ ცხოვრებას.
„მშობლებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული ის როლი და გავლენა, რაც მათ თავიანთ შვილებთან დაკავშირებით აქვთ. მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს მოზარდობის პერიოდთან დაკავშირებული სიძნელეების გადალახვაში და საჭირო უნარების განვითარებაში. თუმცა მშობლებს თავადაც სჭირდებათ დახმარება ამ მიმართულებით. საქართველოში არ არსებობს მოზარდთა მშობლობის გაძლიერებისაკენ მიმართული პროგრამები. ჩვენი კვლევის მიზანია, დავეხმაროთ სახელმწიფოს, შეიქმნას მოზარდთა მშობლების მხარდამჭერი პოლიტიკა და პროგრამები, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ პოზიტიური აღზრდის მეთოდები და დაეხმარონ მოზარდებს“, - განაცახდა ხალილმა.
კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდთა მშობლების დიდი რაოდენობა სიძნელეებს განიცდის მოზარდთა აღზრდის საქმეში. მოზარდები მათთვის ყველაზე ემოციურ პერიოდებში ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას, რაც უარყოფითად აისახება მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე. მშობელთა მცირე რაოდენობა არის ჩართული მოზარდისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, როგორიც არის: მოზარდთა ჯანმრთელობა, ჯანმრთელობისათვის სარისკო ქცევების პრევენცია, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ძალადობის პრევენცია.
საქართველოში მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული კვლევა ჩატარდა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მიერ განხორციელებული კვლევის ფარგლებში - „მოზარდთა მშობლობა და მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ“. კვლევის სხვა მონაწილე ქვეყნები იყვნენ ბელორუსია, ბულგარეთი, მოლდავეთი, მონტენეგრო და რუმინეთი. კვლევის მეთოდები იყო: ჩაღრმავებული ინტერვიუები და მოზარდებისა და მათი მშობლების ფოკუს ჯგუფები.
კვლევის მიზანი იყო საბაზისო ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, თუ როგორ ესმით და აღიქვამენ მშობლობას და აღზრდის რა მეთოდებს იყენებენ მოზარდი ბიჭებისა და გოგოების მშობლები/აღმზრდელები საქართველოში; რა გავლენას ახდენს მიკრო და მაკრო ფაქტორები მშობლობის ზოგად დინამიკაზე და აღმზრდელობით მეთოდებსა და სტილზე; ასევე თუ ვის მიმართავენ მოზარდები და მათი მშობლები ფორმალური და არაფორმალური მხარდაჭერისთვის.
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები
„როდესაც ვხედავთ ჩვენი გაზრდილი თაობების წარმატებას, ეს ყველაზე დიდი ჯილდო და სიამაყეა“...
„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი