სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შეფასებებს აკეთებენ თბილისის სკოლის დირექტორები izrune.ge-ს პრეზენტაციაზე
19-10-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამ წუთებში, izrune.ge-ს, როგორც ახალი საგანმანათლებლო პლატფორმის, პრეზენტაცია მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრება izrune.ge-ს თანამოაზრე თბილისის 70 წარმატებული სკოლის ყველა დირექტორი და ასევე ამ სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები.

ღონისძიების დაწყებამდე, რომელსაც პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება, izrune.ge-ს მნიშვნელობის შესახებ აზრი რამდენიმე სკოლის დირექტორსა და მშობელს ვთხოვეთ. 

214-ე საჯარო სკოლა, თამარ შუბლაძე (დირექტორი):

"ძალიან კარგი პროექტია, ამიტომ ჩაერთო ჩვენი 214-ე საჯარო სკოლა, რომელიც დაბა კოჯორში მდებარეობს და დიდი ნაწილი, სოციალურად დაუცველი ფენა ცხოვრობს. ბავშვებს არ აქვს კომპიუტერები სახლში და ამიტომ სკოლა ვაძლევთ უფლებას, რომ სკოლაშივე იმუშავონ. მშობელსაც აქვთ უფლება, რომ მოვიდნენ. სკოლის კომპიუტერები მათთვის ხელმისაწვდომია. წარმოიდგინეთ, რამდენი ბარიერია ბავშვებისთვის დაძლეული. თუ მშობლები ვერ იცლიან, კლასის ხელმძღვანელები კურირებენ, ამისთვის ბავშვებს სკოლაში აიტი-ოთახი დავუთმეთ".

62-ე საჯარო სკოლა, ელენე შაბურიშვილი (დირექტორი):

"მშობელი ყოველთვის დაინტერესებულია თავისი შვილის შესაძლებლობების რეალიზებაში და წარმატებაში, თუ რეალურ კონკურსს სთავაზობ, აუცილებლად ერთვებიან. მშობელი, რომელიც მოტივირებულია და ოჯახი, სადაც პრიორიტეტულია განათლება, ასეთ წამოწყებას აუცილებლად მხარს დაუჭერს".

186-ე საჯარო სკოლა, მაია გრიგოლია (დირექტორი):

"სკოლებში მშობელთა ჩართულობა ერთ-ერთი რთული და პრობლემური საკითხია, izrune.ge-მ საშუალება მოგვცა, რომ მშობლები სასწავლო პროცესში ყოფილიყვნენ ჩართულები. ეს ძალიან სახალისო და მნიშვნელოვანი პროცესია. ყველა არსებული ხერხით ვცდილობთ, რომ ინფორმაცია მშობლებამდე მივიტანოთ. ამ პროექტით მშობლის და ბავშვის დაახლოება ხდება, რაც ორმაგად სასიკეთოა, როგორც სკოლისთვის ასევე მათთვის".

94-ე საჯარო სკოლა, ეკატერინე გელაშვილი (მარიამ და ნიკოლოზ არჩვაძეების მშობელი):

"ამ ბოლო დროს, ცოტა რამე თუ მოგვწონს და izrune.ge ძალიან მოგვწონს, სასარგებლო და სასიამოვნო სიახლეა. ძალიან კმაყოფილები ვართ. ორი შვილი მყავს და ორივე ჩართულია izrune.ge-ს პროექტში. ამ გზით ფასდება მათი შრომა. დაინტერესება და ხალისი უფრო მეტი აქვთ. მოუთმენლად ველოდები როდის აიღებენ დიპლომებს, რომ საპატიო ადგილი მივუჩინოთ".

124-ე საჯარო სკოლა, რუსუდან ჩუბინიძე (მანანა გაბაძის მშობელი):

"მე დავარეგისტრირე უკვე ჩემი შვილი izrune.ge-ზე. მომწონს ძალიან პროექტი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ბავშვიც ძალიან დაინტერესებულია, თავად მეხვეწებოდა რომ დამერეგისტრირებინა. სიახლეა და მოსწონს ძალიან".

 

 

 მიხეილ ბატიაშვილი: „izrune.ge-ს მსგავსი პროექტი არ მოიძებნება საქართველოში და მსოფლიოშიც ცოტაა“

 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება