სიახლეები
სამასწავლებლო

როგორ უვლიან მოსწავლეები სკოლასა და გარემოს - Etaloni.ge-ს კითხვას საჯარო სკოლების დირექტორები პასუხობენ
31-07-2018
-
+


ჩვენი გარემო მოვლასა და პატრონობას საჭიროებს. ამ მიზნით უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციაა შექმნილი, რომლებიც ხშირად აწყობენ სხვადასხვა აქციასა და ვორქშოფებს. მსგავს ღონისძიებებში ბევრი ადამიანია ჩართული. 

საინტერესოა, მონაწილეობენ თუ არა სკოლის მოსწავლეები მსგავს აქციებში, როგორი დამოკიდებულება აქვთ ზოგადად გარემოს მიმართ და უვლიან თუ არა საკუთარ სკოლას - ამ კითხვებით Etaloni.ge-მ საჯარო სკოლების დირექტორებს მიმართა. 

ციხიის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა აბესაძე: 


„დასუფთავების აქციებს ხშირად ვაწყობთ, მოსწავლეები უვლიან ყვავილებს, სკოლის ეზოში და შიგნით, კლასებში. ეზოსაც ძალიან ხშირად ვასუფთავებთ“. 

ჭალადიდის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე:


„დაწყებითი კლასის მოსწავლეები სეზონურ სამუშაოებს ასრულებენ და ეზოს ხშირად ასუფთავებენ. ამის გარდა, ძალიან ხშირად აწყობენ სოფლის მდინარისა და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციებს. ჩვენი ეკო-კლუბის ინიციატივით სოფელში ნაგვის ურნები დადგეს“. 

ხეთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბაძაღუა: 

„სკოლაში გვაქვს ბოსტანი, სადაც ძირითადად ხარობს ბზა, რომლის ნერგებიც ჩვენ გამოვიყვანეთ. მოსწავლეები მორიგეობით ასუფთავებენ ეზოს, ბოსტანსა და სოფელში თავშეყრის ადგილებს“. 

სამტრედიის N8 საჯარო სკოლის დირექტორი ჟულიეტა ჩხაიძე: 


„სკოლას ძალიან დიდი ეზო აქვს და რა თქმა უნდა, სჭირდება დასუფთავება, რასაც სკოლის მოსწავლეები ზედმიწევნით ასრულებენ. ხშირად აწყობენ ეზოსა და პარკის დასუფთავების აქციებს, უვლიან ყვავილებსაც“. 

საწირის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად გაბრიჭიძე:

„დიდი ეზო გვაქვს და მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად „შაბათობებს“ ხშირად აწყობენ. დარგული გვაქვს ასევე ყვავილები, რომლებსაც ყველა ერთად ვუვლით“. 

ქარიატის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ალექსანდრია: 

„სკოლაში გვაქვს პატარა ბაღი, სადაც ხეხილი დავრგეთ. გარემოს დაცვით ღონისძიებებში აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას, განსაკუთრებით აღნიშნავენ წყლის დაცვის საერთაშორის დღეს“. 

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ცირეკიძე: 

„ეზოში ბაღი გვაქვს, რომელსაც ყველა ერთად ვუვლით. სკოლას დიდი ეზო აქვს და მოსწავლეები თითქმის ყოველ კვირა ასუფთავებენ. გვაქვს ასევე ოთახის ყვავილები“. 

თბილისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი მედეია გურგენაძე:

„ეზოს მოსწავლეები გარკვეული პერიოდულობით ასუფთავებენ. გვაქვს ბოსტანი, სადაც მწვანილი მოგვყავს და ახლა ხილის ნერგებიც დავრგეთ. დასუფთავების აქციებში აქტიურად ვერთვებით“. 

რუისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლევან რაზმიაშვილი: 

„დასუფთავების აქციებში ვმონაწილეობთ და თავადაც ვაწყობთ. სკოლას დიდი ეზო აქვს და მოსწავლეებიც შეძლებისდაგვარად უვლიან“. 

ტყიბულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ ქენქაძე: 

„ბაღი და ბოსტანი არ გვაქვს, თუმცა სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი, რომელიც სკოლის შემოგარენსა და ქალაქის ტერიტორიას აქტიურად ასუფთავებს“. 

ოფეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ თარგამაძე: 

„სკოლაში გვაქვს ხეხილის ბაღი, მოსწავლეები ასუფთავებენ სკოლის ეზოს, რომელიც ძალიან დიდია. დავრგეთ ყვავილებიც და მათაც ვუვლით. დასუფთავების აქციებში ვმონაწილეობთ“. 

პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი კობა კვიკვინია: 

„დასუფთავების აქციებში ხშირად ვმონაწილეობთ. სკოლის ეზოსა და სკოლას მოსწავლეები უვლიან და ასუფთავებენ. ყვავილების სიუხვით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ მაინც ვალამაზებთ სკოლას.“ 

ტყიბულის N5 საჯარო სკოლის დირექტორი იზა მორჩაძე: 

„დასუფთავების აქციებს ვატარებთ. ეზო დიდი გვაქვს, რომელსაც ერთობლივი ძალებით ვასუფთავებთ. ეს ბავშვებისთვის საკმაოდ სახალისო პროცესია“. 

ცხრუკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი თეიმურაზ ბიწაძე: 


„სკოლაში სულ ხუთი მოსწავლეა და რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ვეხმარებით ჩვენც და ერთობლივი ძალებით დავასუფთავეთ სკოლის ეზო, სოფლის პატარა მდინარე და მოვაწყვეთ დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია“. 

არწივანის საჯარო სკოლის დირექტორი ფრიდონ დავითაძე: 


„სკოლაში დავრგეთ რამდენიმე ხეხილის ნერგი, რომელსაც ერთობლივად ვუვლით. ამაში მოსწავლეებს მასწავლებლები დაეხმარნენ და ხელი შეუწყვეს. დასუფთავების აქციებში ვმონაწილეობთ და ჩვენი ძალებით ვწმენთ და ვალაგებთ სკოლას“. 

ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა ძნელაძე: 


„ჩვენი სკოლის ეზო დიდია და სოფელში თავშეყრის ადგილია ძირითადად. ზაფხულობით სტუმრები და სოფლის მაცხოვრებლები აქ იკრიბებიან, ვსაუბრობთ, ვერთობით. ჩვენ აქ დავრგეთ ბამბუკები, ნეკერჩხლები, პალმები და ცაცხვები, მოვაწყვეთ დასასვენებელი ადგილი. შეკრების მერე ამ ადგილს სკოლის მოსწავლეები და ჩვენ ვასუფთავებთ, თუ დანაგვიანებულია. სკოლის პერიოდში კი პარასკევ დღეს ვაწყობთ „შაბათობებს“, რომელშიც ყველანი ვერთვებით“. 

კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი: 

„შაბათობებს“ ყოველ კვირას ვაწყობთ, როგორც ასეთი ბაღი და ბოსტანი არ გვაქვს. დასუფთავების აქციებში კი აქტიურად ვმონაწილეობთ“.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება