სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაუშვებენ თუ არა გამონაკლისს, 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკთან დაკავშირებით - საკითხს განათლების კომიტეტი განიხილავს
19-02-2026
-
+


პარლამენტის განათლების კომიტეტმა უნდა განიხილოს პეტიცია, სადაც 500-ზე მეტი მოქალქე ითხოვს, 2026-2027 სასწავლო წელს მთავრობამ დაუშვას გამონაკლისი და სკოლაში, იმ ბავშვებსაც მიეცეთ დარეგისტრირების უფლება, რომლებიც 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაიბადნენ.

როგორც პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ:

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ასაკობრივი ზღვრის ცვლილების ინიცირება განხორციელდა სკოლებში რეგისტრაციის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, როდესაც სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებსა და ბავშვებს უკვე ჰქონდათ მკაფიო ინფორმაცია და მოლოდინი, რომ ბაღის ან წინასასკოლო მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, ბავშვები შეძლებდნენ პირველ კლასში შესვლას. ამ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო მათი მიზანმიმართული მომზადება სკოლის ეტაპზე გადასასვლელად. რეგულაციის შეცვლა სასწავლო წლის მიმდინარეობისას შეეხება ბავშვებს, რომლებიც უკვე აკადემიურად და ფსიქოლოგიურად მზად არიან და თავს მომავალ პირველკლასელებად აღიქვამენ. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას იმის გაგება, რომ ისინი ვერ წავლენ პირველ კლასში“, - ვკითხულობთ პეტიციაში.

2026–2027 წლის სასწავლო წლისთვის გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინება უზრუნველყოფს სამართლიან და პროპორციულ გადასვლას და უპირველესად, მოემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, მის ფსიქოემოციურ კეთილდღეობასა და ასაკის შესაბამის განვითარებას.

გთხოვთ, 2026/2027 სასწავლო წლისთვის:

ან

• მშობლის გადაწყვეტილებით, წებაყოფლობით, პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება მიეცეს 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს;

• სკოლისთვის მზაობის შეფასების მექანიზმის გამოყენებით მოხდეს იმ ბავშვების მზაობის შეფასება, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და შეფასების საფუძველზე მოხდეს 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“.

ინიციატივა პარლამენტის ბიურომ განსახილველად პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს გადაუგზავნეს.

განხილივის შემდგომ  „ეტალონი“ კომიტეტის გადაწყვეტილებას აუცილებლად შემოგთავაზებთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება