სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ინტერვიუ

„სკოლაში ჯანსაღ და კრეატიულ გარემოს ჩვენი გუნდის საერთო მიზანი ქმნის“- ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი 
04-09-2025
-
+


ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებული მოლოდინებითა და ემოციებით არის სავსე, ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი დანიელ (ვაჟა) სოლომონიძე კი ამ ამოცანას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ხვდება. 

სწავლის დაწყებამდე სკოლაში ტრადიციულად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და საკლასო ოთახები. დირექციის მიზანია, რომ სასწავლო სივრცე იყოს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ სითბოთი სიყვარულით, სადღესასწაულო განწყობით სავსე. 

როგორც სკოლის დირექტორი აღნიშნავს, მისი მთავარი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა სრულად რეალიზდეს. სწორად გამოყენებული ადამიანური რესურსი კი ამის მყარ საფუძველს ქმნის. „როცა დირექტორი ხარ, ძალიან კარგად უნდა შეგეძლოს ადამიანური რესურსების შეფასება და მართვა“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ სკოლის წარმატება სწორედ მეგობრული, ტოლერანტული და ერთსულოვანი გუნდის დამსახურებაა.

დირექტორი სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ გარემოს ქმნის. მისივე თქმით, სითბოსა და შემოქმედებითი მიდგომის გარეშე შეუძლებელია ბავშვების ნდობისა და სიყვარულის მოპოვება.

სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი დანიელ (ვაჟა) სოლომონიძე პასუხობს.

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის ?

- ახალ სასწავლო წელს ახალი შემართებით, ენთუზიაზმით, მონდომებითა და სიხარულით ვხვდებით. ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტრას, საკლასო ოთახებს, ეზო-გარემოს. გვინდა ყველასთვის სასიამოვნო გარემო შევქმნათ. ჩვენთვის ერთნარად მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვები, ისე მასწავლებლები. სკოლა-გიმნაზია მოირთვება და სადღესასწაულო განწყობა ერთი კვირა გაგვყვება.

- რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი სასწავლო წლის პირველ დღეებში?

- ახალი სასწავლო წლის პირველ დღეებში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა თავი იგრძნონ მშობლიურ გარემოში. ეს  გულისხმობს არა მხოლოდ მაქსიმალურ კომფორტს, არამედ სითბოს, ყურადღებას, მასწავლებელთა მზაობას. გვინდა ეს დღე თითოეული ბავშვისთვის ვაქციოთ დღესასწაულად.

- როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები მათი ადაპტაციისთვის? 

- განსაკუთრებული სიყვარულით ველოდებით პირველკლასელებს. მათთვის იგეგმება ღონისძიება. მსგავსი აქტივობა ყოველ წელს ტარდება. გვინდა ეს დღე დაუვიწყარი იყოს მათთვის. ამისთვის წინასწარ ვამზადებთ საკლასო ოთახს, რადგან გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. გვინდა ისეთი გარემო დავახვედროთ, რომ სწავლა შევაყვაროთ.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური პირველი დღე სკოლაში?

- იდეალურია სასწავლო წლის პირველი დღე, როცა ქვეყანაში მშვიდობაა, ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების სახეზე კი სიხარული, სიყვარული და პატივისცემა იხატება. სწავლისა და აღზრდის მთავარი კომპონენტი ურთიერთგაგება და სწავლისადმი სწორი მიდგომაა. იდეალურ გარემოს ქმნის გარშემომყოფთა ერთიანი სურვლი და საერთო მიზანი, რაც საბედნიეროდ ჩვენს სკოლა-გიმნაზიას არ აკლია. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ იდეალური გარემო.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

 - დამწყები მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება. თეორიული ცოდნა არ კმარა, ამიტომ საჭიროა, ვინმემ მას მენტორობა გაუწიოს. ვურჩედი უყვარდეს თავისი საქმე და ბავშვები. უნდა იყოს თბილი, მომთმენი და ყურადღებიანი. გამუდმებით უნდა ეძიებდეს სიახლეებს. მისი გაკვეთილები უნდა იყოს ერთმანეთისგან განსხვავებული და კრეატიული; უსმენდეს ბავშვებს, რათა მოიპოვოს მათი ნდობა და სიყვარული.

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად პედაგოგის საქმიანობაში? 

- სწავლის პროცესის ეფექტურად დაგეგმვისა და წარმატებულად განხორციელებისათვის მასწავლებლებს სჭირდებათ არაერთი უნარი. ყველაზე მიშვნელოვნად მიგვაჩნია: საგნის ცოდნა, გაკვეთილის დაგეგმვა, საკლასო მენეჯმენტი, კომუნიკაციის უნარი, პრობლემის გადაჭრის უნარი, თანაგრძნობის უარი, მოსწავლეებთან და კოლეგებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარების უნარი.

- რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე მასწავლებლად მუშაობის დასაწყისში და როგორ გაუმკლავდით? 

- რომ გითხრათ, დავიწყე თუ არა მუშაობა, მაშინვე მქონდა წარმატების ამბიცია, არ ვიქნები სწორი. მაშინ ჩემი ერთადერთი საზრუნავი იყო როგორმე შევგუებოდი ახალ რეალობას, მემუშავა და როგორმე შემძლებოდა გამეცნობიერებინა, რომ ვარ მასწავლებელი. ეს ძალიან დიდი პასუხისუმგებლობაა. ურთიერთობა მიწევდა გაცილებით ასაკოვან ადამიანებთან, თუმცა მათთან თანამშრომლობამ ბევრი რამ მასწავლა.

- როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის? 

- ჩემთვის მთავარია სკოლაში ისეთი გარემო შევქმნა, სადაც ყველა მოსწავლის შესაძლებლობები იქნება რეალიზებული. როცა დირექტორი ხარ, ძალიან კარგად უნდა შეგეძლოს ადამიანური რესურსების შეფასება და მართვა. თუ ამ რესურსებს სწორად გამოიყენებ, ყველაფერი კარგად აეწყობა.  ჩვენ საუკეთესო გუნდი გყავს სკოლაში, ერთსულოვანი, მეგობრული და ტოლერანტი. ჯანსაღ ატმოსფეროს და კრეატიულ გარემოს ქმნის ჩვენი გუნდის საერთო მიზანი.

- რა არის თქვენი გამოცდილებით ყველაზე ეფექტური მიდგომა მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციისთვის? 

- მოტივაციის ამაღლებისთვის ყველაზე ეფექტურად მიგვაჩნია ერთობლივი ღონისძიებები, ესკურსიები, კონკურსებში მონაწილეობა, განსხვავებულ გარემოში ჩატარებული გაკვეთილები (მუზეუმში, ნაკრძალში, ბუნებაში) თემის შესაბამისად. პედაგოგთა მატერიალური წახალისება და სხვა.

- როგორ ეხმარებით დამწყებ პედაგოგებს პროფესიულად განვითარებაში?

- დამწყებ პედაგოგთა მხარდასაჭერად სკოლაში ვახორციელებ ურთიერთდასწრების პრინციპს. ვაძლევ მათ რჩევებს, ვცდილობ წარმოვაჩინო მათი ძლიერი მხარეები. ვურჩევ ითანამშრომლონ მენტორ მასწავლებლებთან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება